workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოზეპ მარია ბართომეუს მიმართვა ჟოან ლაპორტას

ჟოზეპ მარია ბართომეუს მიმართვა ჟოან ლაპორტას

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ, კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ჟოან ლაპორტას, ახლახანს 10-პუნქტიანი წერილით მიმართა. 

წარმოგიდგენთ წერილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების თარგმანს. 

ფინანსური მდგომარეობის შესახებ: 

ძვირფასო პრეზიდენტო,

თქვენი და თქვენი დირექტორთა საბჭოს წევრების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შემდეგ თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ, რათა გარკვეული განცხადებები გადაიხედოს, პასუხისმგებლობები დაზუსტდეს და როგორც პრეზიდენტს, მოგთხოვოთ რეაგირება იმ სიტუაციებზე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს არა მხოლოდ კლუბს, არამედ იმ ბორდსაც, რომლის მეთაურობის პატივიც თითქმის 7 წლის განმავლობაში მქონდა. 

20 ივნისს გამართულ გენერალურ ასამბლეას იმ ანგარიშების დამტკიცება სთხოვეთ, რომელიც 2019/20 ფინანსურ წელს ჩვენი დირექტორთა საბჭოს მიერ იყო ფორმულირებული. ეს აუდიტი ითვალისწინებს სანდრო როსელის ხელმძღვანელობით დაწყებულ 2010-დან 2020 წლამდე პერიოდის მანდატის ფინანსურ შედეგს, რაც 193 მილიონი ევროს ოდენობით დადებით ბალანსს გულისხმობდა იმ ზარალის გამოკლებით, რომელიც კლუბს პანდემიის გამო მიადგა და რომელიც, კანონის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშში არ ითვლება. 

2003-10 წლების მანდატის შედეგი 47.6 მილიონი ევროს უარყოფითი ბალანსი იყო. ჩვენმა გუნდმა თქვენგან კატასტროფული მემკვიდრეობა მიიღო. შესაბამისად, აუცილებელი იყო, დანაკარგის შესავსებად სამართლებრივი მოქმედება დაწყებულიყო და ეს მხოლოდ ჩვენი სურვილის გამო არ მომხდარა. ეს ფაქტი თქვენი მხრიდან არასწორად განიმარტა. 

ხელფასების შემცირების შესახებ:

2020 წლის 14 მარტიდან კლუბის შემოსავალმა მოულოდნელი და სწრაფი ვარდნა დაიწყო, რამაც საგანგაშო მდგომარეობაში შესვლა გამოიწვია. საპასუხოდ, ჩვენმა ბორდმა კლუბის ყველა ფეხბურთელის, მწვრთნელისა და სხვა სპორტული მუშაკის ანაზღაურების 12%-ით შემცირება დაამტკიცა, რაც მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურებოდა. 

2020 წლის ზაფხულის ბოლოს მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ იგივე პირებისთვის ხელფასი “კამპ ნოუზე” გულშემატკივრების დაბრუნებისა და ბარსელონაში ტურიზმის აღდგენის შესაბამისად ყოფილიყო გადახდილი. ამ გეგმის თანახმად, თუ აღდგენა 2021 წლის ივნისამდე ვერ მოხდებოდა, ხელფასები დამატებით 20%-ით უნდა შემცირებულიყო (რაც დაახლოებით 90 მილიონ ევროს შეადგენს). 

ეს სისრულეში ახალ ხელმძღვანელობას უნდა მოეყვანა, თუმცა თქვენი მხრიდან არანაირი მოქმედება არ არის. 

განუხორცილებელი პროექტების შესახებ:

2020 წლის აპრილში დავიწყეთ კორპორაციული პროექტი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორების 49%-იანი ჩართულობით იმ სფეროებში, რომლებიც სპორტულ შემოსავალთან პირდაპირ კავშირში არ არის, კლუბს დამატებით ფინანსურ მოგებას მოუტანდა. პროექტი 4 მიმართულებას მოიცავდა: 

Barça Licensing and Merchandising: სავაჭრო ქსელების კავშირი, რომელიც “ბარსელონას” ოფიციალური პროდუქციის ლიცენზირებას განკარგავდა;
Barça Studios: მსოფლიო მნიშვნელობის ციფრული განვითარების ცენტრი, რომელიც აუდიო და ვიზუალურ მასალას აწარმოებს; 
Barça Innovation Hub: პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიური და სამეცნიერო კვლევის შედეგების სპორტში დანერგვას;
Barça Academy: 50 სასწავლო ცენტრი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. 

4 დაინტერესებულ კომპანიასთან შეთანხმება უკვე მიღწეული გვქონდა, თქვენი დირექტორთა საბჭოს თანხმობის შემთხვევაში კი კლუბი მიიღებდა სულ მცირე, 220 მილიონიან მოგებას, რაც, სრული სეზონის განმავლობაში, შესაძლოა, 375 მილიონამდე გაზრდილიყო. 220 მილიონი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელების დარეგისტრირების პრობლემა არ შექმნოდა. 

ამასთან ერთად, CVC-სთან შეთანხმების შემთხვევაში კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური ზიანი ფაქტობრივად განულებული იქნებოდა. 

ნეიმართან სასამართლო დავაზე:

ამჟამინდელი დირექტორთა საბჭოს უმოქმედობა იმის გათვალისწინებით, რომ მათ კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე ზუსტი წარმოდგენა აქვთ, გასაკვირია. ისინი ზუსტ ანგარიშებს არჩევნების მოგებამდე დიდი ხნით ადრე ფლობდნენ. 

გასაკვირია ჟოან ლაპორტას გადაწყვეტილებაც, რომელმაც კლუბის ყოფილ ფეხბურთელს, ნეიმარს, 16.5 მილიონი ევრო არ აანაზღაურებინა. იყო მოლოდინი, რომ სასამართლო საბოლოოდ “ბარსელონასთვის” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, თქვენ კი კლუბის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედეთ. 

ლაპორტას მიერ მისი დადანაშაულების შესახებ: 

დაანონსებული 487 მილიონიანი ზარალი გასაკვირია იმის ფონზე, რომ შემოსავალი 375 მილიონით შემცირდა. ეს დეტალები ყველა პარტნიორისთვის უნდა იყოს ახსნილი. 

გთხოვთ, რომ თქვენს მიერ ჩატარებული აუდიტის ყველა შედეგი და დეტალური აღწერა გაასაჯაროვოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სპეკულაცია და ეჭვები “სავარაუდო კრიმინალურ” მოქმედებებთან დაკავშირებით. 

თუ ასეთი გადაცდომები ნაპოვნი იქნება, პირობას გაძლევთ, რომ პირველი ვიქნები, ვინც მათ სამართლებრივ დონეზე გადაწყვეტს. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იგივეა, რაც ყოველთვის იყო: კლუბის ხელმძღვანელობა კლუბის წევრებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას უნდა სთავაზობდეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (24)

  • C.PC5
    schedule 14 აგვ 2021, 13:49

    შენი ღარიბაშვილი და შენი ოცნება დედა ვატყაპუნე. შე დედით ჩლუნგო არსებავ🤬🤬🤬🤬 ვალები კიარა აშენებული გუნდი მიიღე მემკვიდრეობით და რას დაამსგავსე ამხელა კლუბი. მსოფლიოში საუკეთესოები ვიყავით და ბილბაოს დონეზე დაგვანარცხე🤬 რა ნამუსით იღებ ხმას და ვის რას აბრალებ შე ნაბიჭვარო🤬🤬🤬 დასახვრეტი ხარ , დასაჭერი კიარა.

  • datio
    schedule 14 აგვ 2021, 13:17

    ამაზრზენია ბართომეუს ეს ვითომ კითხვები!

    რა თქმა უნდა კითხვების დასმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ასეთ მომენტში როცა მესი წავიდა და ყველა გაღიზიანებულია… ზუსტად მეტყველებს მის საქციელზე. ისევე როგორც მილიონამდე ევროს ტროლ-ბოტებში ხარჯვა! დღეს უკვე აშკარად ჩანს რა მორალის კაცია ეგ ბართომეუ…

    თორემ როცა შენი საქმიანობის მიმართ კითხვები ჩნდება, გასაგებია რომ უპასუხებ. თან კონტრკითხვებითაც უპასუხებ, მაგრამ დრო შეარჩია დამპლურად
    პ.ს. ლაპორტა ჩემი არც ბიძაშვილია და არც მეგობარი, მაგრამ მაინც ვიტყვი:
    1. აუდიტის შედეგებს რატომ არ აქვეყნებსო? მე ამ სფეროს სპეციალისტი ვარ და აუდიტის დასკვნისგან მკვეთრად განსხვავებულს რომ იძახდეს ლაპორტა, აუდიტორები შეუქმნიან პრობლემას!
    და ახლა რომ გამოაქვეყნოს დეტალები, ეგ კლუბს წაადგება თუ დააზარალებს? ჯერ არაფერი სასიკეთო რომ არ ჩანს, ახლა კიდევ მაგის გამოქვეყნებაზე სპონსორებს რა რეაქცია ექნებათ? ამაზა უნდა დავფიქრდეთ.
    2. ლაპორტამ დიდ ვალი დატოვაო!
    მოიცა აწყობილი კლუბი დატოვა? კი. დანგრეული კლუბი დახვდა? კი!
    მისი რა ბრალია როსელმა და ბართომეუმ 30-40 მილიონები უაზროდ რომ ყარეს ისეთ ფეხბურთელებში ვის ადგილასაც უმეტესად ლა მასიას აღზრდილები უნდა მდგარიყვნენ?
    და რა გუნდი დატოვა? ტიპებმა მასეთი გუნდით 1 ლიგა მოიგეს მხოლოდ (2010-11 წლის ლაპორტას აწყობილი იყო), ჰოდა ამათ რა ქნეს? 2012 წლის ზაფხულში გუნდს მხოლოდ ალექს სონგი შეუძინეს და მთელი გუნდი გაზაფხულზე გადამწვარი იყო. ყველას მესის დაზიანება ახსოვს და სხვები რომ მთელი სეზონის გადაღლილები იყვნენ ეგ არ ითვლება? სრულად ვერ მართეს გუნდი და გვარდიოლათი დაწყებული კრუიფით დამთავრებული ყველა გააქციეს. ჩიკი, ამ დონის სპორტული დირექტორი გაუშვეს და კაცმა სიტი ააწყო. ესენი კიდევ მთელი 10 წელი ნორმალური სპორტული დირექტორი არ ყავდათ. ერთი სუბისარეტა გავდა რაღაცას და ისიც მალე გაუშვეს…

  • nika 54
    schedule 14 აგვ 2021, 11:32

    ხო ვიძახდი ეს ისეთი გველია აქეთ დააბრალებს გუნდს ყველაფერს თქო, ტროლებიც მაგათი მოყვანილიაო ალბათ იტყვის.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 14 აგვ 2021, 10:34

    საფეხბურთო საიტია ხალხო, ბიძოს და პოლიტიკას შეეშვით..
    wink wink wink