“ბარსელონას” კაპიტანმა ქალაქში ბავშვთა კიბოს მკურნალობის ცენტრის გახსნაში წვლილი შეიტანა. მისმა ფონდმა, კლუბთან და სტავროს ნიარქოსის ფონდთან ერთად ცენტრი 2.7 მილიონი ევროთი დააფინანსა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და მისი რეალურად ქცევა ექსტრაორდინალურია. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს, ამ წამოწყების საშუალებით, ბავშვებს ბოროტ დაავადებასთან ბრძოლაში დავეხმარებით”. – თქვა არგენტინელმა დღეს გამართულ ცერემონიაზე.
საჭირო თანხა, 30 მილიონი, 2017 წლის მარტიდან დღემდე, 100 ათასი ადამიანის დახმარებით შეგროვდა. ცენტრი ფუნქციონირებას 2020 წელს დაიწყებს.

ჩემი გულთბილი და კეთილი ლეო!

სააღოლ მესის.
Qebis girsi xar leo🙏🙏🙏🙏
მილიონები გქონდეს და ქველმოქმედებას არ ეწეოდე არის ღორობა! არაადამიანობა მეტი არაფერი!