workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer

მაისი

2005 წლის 1 მაისს, ლიონელ მესიმ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა “ბარსელონას” ოფიციალურ მატჩში. “ალბასეტესთან” გამართული მატჩის 87-ე წუთზე, მესი მოედანზე სამუელ ეტო’ოს ნაცვლად გამოვიდა და 1 წუთში გაიტანა გოლი, რომელიც მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო არ ჩათვალა. კიდევ ერთ წუთის შემდეგ, მესიმ მაინც მოახერხა წესების დაცვით გოლის გატანა. ორივე შემთხვევაში, არგენტინელს პასი რონალდინიომ გაუკეთა.
1958 წლის 1 მაისს, ბაზრობათა თასის (შემდგომში უეფას ლიგა) განმეორებით ფინალურ მატჩში, “ბარსელონამ” ლონდონის ნაკრები 6:0 გაანადგურა. შედეგად, კატალონიელები ტურნირის პირველი გამარჯვებულები გახდნენ.
1957 წლის 1 მაისს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” 8:1 გაანადგურა. დედაქალაქელებს 7 გოლი ეულოჰიო მარტინესმა გაუტანა.
1904 წლის 1 მაისს, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, არტურ უიტიმ გუნდის პირველ გასვლით მატჩს გაუკეთა ორგანიზება. საფრანგეთში, ადგილობრივ “ტულუზას”, კატალონიელებმა 3:2 მოუგეს.

2009 წლის 2 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში, მადრიდში, “ბარსელონამ” “რეალი” 6:2 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია. მატჩის გმირად იქცა ჩავი ერნანდესი, რომელმაც აქტივში 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. გოლები ანრიმ (2), მესიმ (2), პუიოლმა და პიკემ გაიტანეს.
1985 წლის 2 მაისს, “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ხოსეპ ლუის ნუნიესმა, რომელმაც არჩევნებში, 17 ათასზე მეტი ხმა დააგროვა.
1920 წლის 2 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 2:0 დაამარცხა. გოლები მარტინესმა და ალკანტარამ გაიტანეს 55-ე და მე-80 წუთებზე.

2006 წლის 3 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე წურის მატჩში, “ბარსელონამ” “სელტა” სამუელ ეტო’ოს გოლის წყალობით დაამარცხა და ვადაზე ადრე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
1961 წლის 3 მაისს, თასების მფლობელთა თასის 1/2-ფინალის დამატებით მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, “ბარსელონამ” “ჰამბურგი” დაამარცხა და ფინალში გავიდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ევარისტომ გაიტანა.

1960 წლის 4 მაისს, “ბარსელონამ” ზედიზედ მეორედ მოიგო ბაზრობათა თასი (შემდგომში უეფას თასი). ფინალურ მატჩში, კატალონიელებმა “ბირმინგემი” 4:1 გაანადგურეს. შეხვედრის მე-6 წუთზე, “ბარსა” უკვე 2:0 იგებდა.
1949 წლის 4 მაისს, ქალაქ ტურინთან მომხდარი ავიაკატასტოფის დროს, დაიღუპნენ “ტორინოს” ფეხბურთელები. იყო შანსი, რომ თვითმფრინავში აღმოჩენილიყო შემდგომში “ბარსელონას” ლეგენდად ქცეული, ლადისლაო კუბალა, რომელიც ტურინელებმა ამხანაგურ მატჩზე მიიწვიეს. კუბალამ თამაშზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ მას გამგზავრება მეუღლემ გადააფიქრებინა.

2002 წლის 5 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში, რომელშიც “ბარსელონა” “ესპანიოლს” ხვდებოდა, ანგარიში პატრიკ კლუივერტმა გახსნა. ჰოლანდიელმა ლა ლიგაში “ბარსას” 4500-ე გოლი გაიტანა. ის თამაში “ბარსამ” 2:0 მოიგო. მე-2 გოლი ლუის ენრიკემ გაიტანა.
1998 წელს, ზედიზედ მე-2 სეზონში, “ბარსელონამ” კატალონიის თასზე “ევროპასთან” წააგო. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში “ბარსამ” 3:4 წააგო.
1984 წლის 5 მაისს, ბილბაოს “ატლეტიკსა” და “ბარსელონას” შორის, ესპანეთის თასის ფინალში გამართული მატჩში მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. თამაში ბასკებმა 1:0 მოიგეს. შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, მოედანზე ჩხუბი დაიწყო, რომელშიც სათადარიგო ფეხბურთელებიც ჩაებნენ.
1956 წლის 5 მაისს, ბასკეთში დაიბადა ხოსე რამონ ალესანკო, რომელიც “ბარსელონაში” 13 წლის განმავლობაში თამაშობდა. ცენტრალური მცველი “ბარსაში” ბილბაოს “ატლეტიკიდან” გადავიდა. კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 274 მატჩში მან 25 გოლი გაიტანა.

2009 წლის 6 მაისს, “სტემფორდ ბრიჯზე” 10 კაცით მოთამაშე “ბარსელონამ”, ინიესტას ბრწყინვალე დარტყმის წყალობით, 93-ე წუთზე, ანგარიში 1:1 გახადა, რის შედეგადაც, კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ.
1978 წლის 6 მაისს, ხოსეპ ლუის ნუნიესმა “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მოაგროვა რა 10352 ხმა. მისმა უახლოესმა მდევარმა, ფერან არინიომ 9537 ხმა მიიღო, ხოლო ნიკოლაუ კასაუსმა – 6202 ხმა.
1939 წლის 6 მაისს, შეიქმნა ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჟოან სოლერი ჩაუდგა. სოლერი გახდა “ბარსელონას” პირველი პრეზიდენტი სამოქალაქო ომის შემდეგ.

ინფორმაცია არ მოიძებნა

2008 წლის 8 მაისს, კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ, ხუან ლაპორტამ დაადასტურა, რომ ფრანკ რაიკაარდი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა და მომდევნო სეზონიდან, მის ადგილს პეპ გვარდიოლა დაიკავებდა.
1970 წლის 8 მაისს, ესპანეთის ქალაქ ხიხონში დაიბადა ლუის ენრიკე მარტინესი, რომელიც “ბარსელონაში” 1996-2004 წლებში თამაშობდა, მადრიდის “რეალში” 5 წლის გატარების შემდეგ.

2008 წლის 9 მაისს, ოპოზიციურად განწყობილმა ჯგუფმა, ხუან ლაპორტასა და მისი გუნდის წინააღმდეგ, რეფერენდუმის ინიციატივა დააყენა.

1989 წლის 10 მაისს, თასების მფლობელთა თასი ფინალში, “ბარსელონამ” გენუის “სამპდორია” 2:0 დაამარცხა. მე-4 წუთზე, ანგარიში ხულიო სალინასმა გახსნა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ლუის ლოპეს რეკარტემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
1925 წლის 10 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” “არენასი” დაამარცხა ანგარიშით 2:0. გოლები მე-8 და 32-ე წუთებზე ხოსეპ სამიტიერმა და სანჩომ გაიტანეს.

2008 წლის 11 მაისს, “კამპ ნოუზე” გუნდი ბოლოჯერ გაიყვანა “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ რაიკაარდმა. “მალიორკასთან” გამართულ მატჩს, “ბარსელონა” 2:0 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, კატალონიელები 2:3 დამარცხდნენ.
1974 წლის 11 მაისს, დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშება, რომელიც “ბარსელონამ” 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო. კატალონიელმა ფეხბურთელებმა ზედიზედ 25 მატჩში (მეშვიდედან 31-ე ტურამდე) მოახერხეს წაუგებლად თამაში. პირველი 6 ტურის შემდეგ, მხოლოდ ერთ მოგებით, “ბარსელონა” ბოლოსწინა ადგილზე იყო.

1982 წლის 12 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონა” ლიეჟის “სტანდარტს” დაუპირისპირდა. შეხვედრა კატალონიელებმა 2:1 მოიგეს.

2009 წლის 13 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 4:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-9 წუთზე, ტოკერომ ბასკები დააწინაურა. შესვენებამდე, ეფექტური გოლით, ანგარიში იაია ტურემ გაათანაბრა, ხოლო მე-3 ტაიმის ათწუთიან მონაკვეთში, კატალონიელებმა მეტოქეს კიდევ 3 გოლი გაუტანეს.
1996 წლის 13 მაისს, კატალონიის თასზე, “ბარსელონა” “ესპანიოლთან” 1:5 განადგურდა.
1956 წლის 13 მაისს, “ბარსელონასთან” კონტრაქტის გასაფორმებლად, ესპანეთში ალფრედო დი სტეფანო ჩავიდა, მაგრამ მადრიდის “რეალი” პრეზიდენტმა, არგენტინელის თავის კლუბში გადაბირება მოახერხა. შედეგად, ფიფა-მ დის ტეფანოს ესპანეთსი თამაში აუკრძალა, რადგან ორივე კლუბს უკვე ჰქონდა სატრანსფერო თანხა გადახდილი. სიტუაციის გარკვევას 4 თვე დასჭირდა.
1902 წლის 13 მაისს, “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ. პირველი “ელ კლასიკო” კატალონიელმა ფეხბურთელებმა მოიგეს, ანგარიშით 3:1.

1997 წლის 14 მაისს, როტერდამში, თასების მფლობელთა თასის ფინალში, “ბარსელონამ” “პარის სენ ჟერმენი” 1:0 დაამარცხა. შეხვედრის 38-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით, გოლი რონალდომ გაიტანა.
1994 წლის 14 მაისს, იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილი “ბარსელონა”, ზედიზედ მეოთხედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ბოლო ტურშიმ კატალონიელებმა “სევილია” დაამარცხეს, ანგარიშით 5:2.
1922 წლის 14 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” “რეალ უნიონი” 5:1 გაანდგურა. 1/2-ფინალში, კატალონიელებმა “სევილია” 7:1 დაამარცხეს, ხოლო 1/4-ფინალში – “სპორტინგი”, ანგარიშით 7:2.

1998 წლის 15 მაისს, დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშება, რომლის ბოლო 3 თამაშიც “ბარსელონამ” წააგო საერთო ჯამში 4:12. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა ჩემპიონობა მაინც იზეიმეს. საქმე ისა, რომ “ბარსამ” ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა.
1991 წლის 15 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1:2 დამარცხდა. ინგლისელთა მხრიდან, თავი ორივეჯერ “ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკ ჰიუზმა გამოიჩინა, კატალონიელთა მხრიდან კი, საჯარიმო დარტყმით, რონალდ კუმანმა გაიტანა.
1965 წლის 15 მაისს, “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე, მე-2 ვადით აირჩიეს ენრიკ ლიაუდეტი, რომელმაც დამაჯერებლად დაამარცხა ხოსეპ ვენდრელია.
1902 წლის 15 მაისს, ესპანეთის სამეფო თასის პირველ გათამაშებაში, “ბარსელონა” “ვისკაიასთან” 1:2 დამარცხდა.

2004 წლის 16 მაისს, ლუის ენრიკემ კარიერაში უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, “ბარსელონა” “რასინგს” დაუპირისპირდა. ლუის ენრიკემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მან მოედანზე ერთი საათი დაჰყო.
1979 წლის 16 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, “ბარსელონამ” დიუსელდორფის “ფორტუნა” 4:3 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან, გოლები ხოსე ვისენტე სანჩესმა, ხუან მანუელ ასენსიმ, კარლოს რექსაჩმა და ჰანს კრანკლმა გაიტანეს.
1926 წლის 16 მაისს, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, მადრიდის “ატლეტიკოსთან”, “ბარსელონა” 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ კატალონიელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 115-ე წუთზე კი, “ბარსას” გამარჯვება ალკანტარამ მოუტანა.

2008 წლის 17 მაისს, ოფიციალურ მატჩში, ფრანკ რაიკაარდი “ბარსელონას” უკანასკნელად გაუძღვა. კატალონიელებმა “მურსია” დაამარცხეს გასვლაზე, ანგარიშით 5:3.
2006 წლის 17 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბარსელონამ” ლონდონის “არსენალი” 2:1 დაამარცხა. პარიზში გამართულ შეხვედრას, კატალონიელები ათკაციან მეტოქესთან აგებდნენ, მაგრამ ჰენრიკ ლარსონის მიერ გაკეთებული გადაცემა ჯერ სამუელ ეტო’ომ აქცია გოლად, შემდეგ კი, ჟულიანო ბელეტიმ.
2002 წლის 17 მაისს, 74 წლის ასაკში, გარდაიცვალა “ბარსელონას” ლეგენდა, ლადისლაო კუბალა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, პარკინსონით იყო დაავადებული.

1996 წლის 18 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის დასრუელბამდე 2 ტურით ადრე, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, იოჰან კრუიფი გათავისუფლა. ბოლო ორ ტურში, “ბარსას” კარლოს რეშაკი წვრთნიდა.
1994 წლის 18 მაისს, ათენის ოლიმპიურ სტადიონზე, იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილი “ბარსელონა”, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “მილანს” დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად კატალონიელები ითვლებოდნენ, შეხვედრა იტალიელებმა 4:0 მოიგეს.
1919 წლის 18 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონა” “არენასთან” 2:5 დამარცხდა. ორივე ძირითად ტაიმში, გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს, ხოლო დამატებით ტაიმში, “ბარსამ” 3 ბურთი გაუშვა.

1996 წლის 19 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საკუთარ კედლებში, “ბარსელონამ” “სელტა” დაამარცხა. შეხვედრის მსვლელობისას, კატალონიელები 0:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ უკანასკნელ ოც წუთში, მასპინძლებმა 3 გოლის გატანა მოახერხეს.

1993 წლის 20 მაისს, ტარაგონაში, “ბარსელონა” “ესპანიოლი” 4:3 დაამარცხა და კატალონიის თასი მოიგო.
1992 წლის 20 მაისს, იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილმა “ბარსელონამ”, “უემბლიზე”, ჩემპიონთა თასის ფინალში გენუის “სამპდორია” 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტურნირი. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 111-ე წუთზე, რონალდ კუმანმა გაიტანა.

1969 წლის 21 მაისს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, “ბარსელონა” ბრატისლავის “სლოვანთან” 2:3 დამარცხდა. კატალონიელთა მხრიდან მე-2 გოლი კარლოს რეშაკმა გაიტანა პირდაპირ კუთხურიდან.

1999 წლის 22 მაისს, “ალავესთან” გასვლაზე 4:1 მოგებით, “ბარსელონა” ვადაზე ადრე გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ეს მოხდა იმ წელს, როდესაც კატალონიელები 100 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ.  საბოლოოდ, “ბარსამ” მე-2 ადგილზე გასულ “რეალს” 11 ქულით აჯობა.
1922 წლის 22 მაისს, “ბარსელონასა” და შოტლანდიურ “სენტ მირენს” შორის გამართული მატჩის დროს, ოფიციალურად გაიხსნა კატალონიელთა სტადიონი, “ლეს კორტსი”. ახალ სტადიონზე, პირველი გოლი  შოტლანდიური კლუბის ფეხბურთელმა, ბირელმა გაიტანა, კატალონიელთაგან კი თავი ალკანტარამ გამოიჩინა. შეხვედრა მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

1987 წლის 23 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” 2:1 დაამარცხა ლინეკერისა და რობერტოს გოლებით. საერთო ჯამში, კონკრეტულ გათამშებაში ჩტარებული 4 მატჩიდან, კატალონიელებს არცერთი არ წაუგიათ. საკუთარ კედლებში, კატალონიელებმა 2-ჯერ მოიგეს, ხოლო სტუმრად, ამდენჯერვე ფრედ ითამაშეს. თუმცა, ეპანეთის ჩემპიონი მაინც “რეალი” გახდა, რომელმაც “ბარსას” 3 ქულით აჯობა.

2001 წლის 24 მაისს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა “ბარსას” ყოფილი მეკარე ხავიერ ურუტი, რომელიც კატალონიური კლუბის კარს 7 წლის განმავლობაში იცავდა. ავარიის დროს, ის 48 წლის იყო.
1981 წლის 24 მაისს, “კამპ ნოუზე”, ხუან მანუელ ასენსის საპატივცემულოდ თამაში გაიმართა, რომელშიც “ბარსელონამ” მექსიკური “პუელმა” 2:1 დაამარცხა.
1910 წლის 24 მაისს, მადრიდის “ესპანიოლთან”, ესპანეთის თასის ფინალის მე-12 წუთზე, “ბარსა” 0:2 აგებდა, მაგრამ კატალონიელებმა 3:2 მოგება მოახერხეს. გამარჯვების გოლი, 89-ე წუთზე, უოლოსმა გაიტანა.

1966 წლის 25 მაისს, ბაზრობათა თასის (შემდგომში უეფას თასი) 1/4-ფინალის გათამაშებაში, “ბარსელონამ” ლონდონის “ჩელსი” 5:0 გაანადგურა.
1952 წლის 25 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” “ვალენსიასგან” გოლი შეხვედრის პირველსავე წუთზე გაშვა. 27-ე წუთზე, “ღამურებმა” კატალონიელებს მეორეც გაუტანეს, მაგრამ  “ბარსამ” მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ხოლო დამატებული ტაიმების წყალობით, კატალონიელებმა 4:2 მოიგეს.

ინფორმაცია არ მოიძებნა

2009 წლის 27 მაისს, რომში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 2:0. ამ მატჩის მოგებით, ხოსეპ გვარდიოლა გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იზეიმა გამარჯვება.
1978 წლის 27 მაისს, “კამპ ნოუზე”, იოჰან კრუიფის გამოსამშვიდობებელ მატჩში, ერთმანეთს “ბარსელონა” და “აიაქსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმრებმა 3:1 მოიგეს.
1951 წლის 27 მაისს, “ბარსელონამ” მეათედ მოიგო ესპანეთის თასი, დაამარცხა რა ფინალში “რეალ სოსიედადი”, ანგარიშით 3:0.

ინფორმაცია არ მოიძებნა

ინფორმაცია არ მოიძებნა

1962 წლის 30 მაისს, დაიწყო ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც “ბარსელონას” ექვსმა ფეხბურთელმა ითამაშა. ესენი იყვნენ: სერაგა, გარაი, გრასია, ვერგესი, როდრი, სადურნი.

1973 წლის 31 მაისს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, “სანჩეს პისხუანზე”, “ბარსელონა” “სევილიასთან” 1:3 დამარცხდა. თამაშის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რინუს მიხელსმა, სასტუმროში, 7 ფეხბურთელი ნასვამ მდგომარეობაში იპოვნა.
1961 წლის 31 მაისს, ჩემპიონთა თასის ფინალში, “ბარსელონა” პორტუგალიურ “ბენფიკასთან” დამარცხდა, ანგარიშით 2:3. კატალონიელთა მხრიდა, გოლები კოჩიშმა და ციბორმა გაიტანეს. ერთი ბურთი, საკუთარ კარში ანტონი რამალეტსმა ჩაჭრა.