ინფორმაცია არ მოიძებნა
ინფორმაცია არ მოიძებნა
1949 წლის 3 ივლისს, ლათინას თასის ფინალში, “ბარსელონამ” ლისაბონის “სპორტინგი” 2:1 დაამარცხა. კატალონიელთაგან გოლები სეგუერამ და ბასორამ გაიტანეს.
1971 წლის 4 ივლისს, “ბარსელონა”, ესპანეთის თასის ფინალში, “ვალენსიასთან”, 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ კატალონიელებმა თამაშის დამატებით ტაიმებში გადაყვანა მოახერხეს. 99-ე წუთზე, ასენსიმ “ბარსა” წინ გაიყვანა, მაგრამ 2 წუთში ვალდესმა ანგარიში გაათანაბრა. 112-ე წუთზე, ალფონსედამ “ბარსელონასთვის” გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
1924 წლის 4 ივლისს, ბარსელონაში, დაიბადა ლეგენდარული მეკარე ანტონიო რამალიეტსი.
1924 წლის 4 ივლისს, ბარსელონაში, დაიბადა ლეგენდარული მეკარე ანტონიო რამალიეტსი.
1927 წლის 5 ივლისს, პაულინიო ალკანტარას ფეხბურთიდან გაცილებასთან დაკავშირებით, “ბარსელონამ” ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა. 31 ასაკში, ალკანტარამ ექიმობა გადაწყვიტა.
2008 წლის 6 ივლისს, ხუან ლაპორტას ოპოზიციამ მოახერხა კლუბის წევრების 60.6%-ის ხმების მოგროვება პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ლაპორტას გადადგომისთვის 66.6% იყო საჭირო.
2004 წლის 6 ივლისს, პორტუგალიელი ნახევარმცველი, დეკუ “ბარსელონას” ახალ ფეხბურთელად წარადგინეს.
2004 წლის 6 ივლისს, პორტუგალიელი ნახევარმცველი, დეკუ “ბარსელონას” ახალ ფეხბურთელად წარადგინეს.
1917 წლის 7 ივლისს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა ჯეკ გრინუელს. ის მატჩი “ბარსამ” “ევროპას” 3:1 მოუგო. გრინუელის თავკაცობით, კატალონიელებმა სულ 492 შეხვედრა ჩაატარეს, მოიგეს კატალონიის ჩემპიონატი (5-ჯერ) და ესპანეთის თასი (2-ჯერ).
1988 წლის 8 ივლისს, ჟოან გასპარმა ფერან მარტორელისა და მიგელ სოლერის ტრანსფერები განახორციელა. ამავე დღეს მოხდა “ვილიარეალიდან” გადმოსული მანოლო იეროს პრეზენტაციაც.
ინფორმაცია არ მოიძებნა
1942 წლის 10 ივლისს, “ბარსელონას” ახალ პრეზიდენტად აირჩიეს ხოსე ვიდალ-რიბასი, რომელიც კლუბს მხოლოდ 33 დღე ედგა სათავეში.
1968 წლის 11 ივლისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მადრიდელთა მცველმა, ფერნანდო ზუნზუნეგიმ საკუთარ კარში გაიტანა.
1988 წლის 12 ივლისს, “ბარსელონამ” ანდონი გოიკოეჩეა და ხუან კარლოს უნსუე წარადგინა.
ინფორმაცია არ მოიძებნა
2006 წლის 14 ივლისს, “ბარსელონასა” და ფონდ UNICEF-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა ობოლ და HIV/AIDS ვირუსით დაავადებულ ბავშვთა დახმარებას. საქველმოქმედო თანამშრომლობის ეგიდით, “ბარსელონას” მაისურზე გაჩნდა UNICEF-ის წარწერა.
ინფორმაცია არ მოიძებნა
1952 წლის 16 ივლისს, ენრიკ მარტი კარეგო “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ, ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერთან დაკავშირებული სკანდალის გამო, მან თანამდებობა დატოვა.
1934 წლის 16 ივლისს, ესტევე სალა “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტობის ერთი წლის განმავლობაში, სალამ კლუბის ფინანსური და სპორტული პრობლემები მოაგვარა.
1934 წლის 16 ივლისს, ესტევე სალა “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტობის ერთი წლის განმავლობაში, სალამ კლუბის ფინანსური და სპორტული პრობლემები მოაგვარა.
1921 წლის 17 ივლისს, “ბარსელონას” დამაარსებელი, ხუან გამპერი მეოთხედ გახდა კლუბის პრეზიდენტი.
1988 წლის 18 ივლისს, “ბარსელონასთან” კონტრაქტი დაუმთავრდა მეკარე ხავიერ ურუტის, რომელმაც კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
2003 წლის 19 ივლისს, “პარის სენ ჟერმენიდან” “ბარსელონაში” გადმოვიდა რონალდინიო, რომელმაც კატალონიურ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ინფორმაცია არ მოიძებნა
2003 წლის 21 ივლისს, “კაპმ ნოუზე” შედგა “ბარსას” ბრაზილიელი ახალწვეულის, რონალდინიოს პრეზენტაცია, რომელსაც დაახლოებით 30 ათასი ადამიანი დაესწრო.
1988 წლის 22 ივლისს, “კამპ ნოუზე”, შედგა “ბარსელონას” ახალი მწვრთნელის, იოჰან კრუიფის პრეზენტაცია, რომელსაც დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დაესწრო.
2000 წლის 23 ივლისს, ხუან გასპარი “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდა. ხოსეპ ლუის ნუნიესის პრეზიდენტობის დროს. 22 წლის განმავლობაში, იგი კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო. არჩევნებში გასპარმა დაახლოებით 45 ათასი ხმა მოაგროვა.
ინფორმაცია არ მოიძებნა
2009 წლის 25 ივლისს, ეინდჰოვენში, გაიმართა ფილიპ კოკუს გამოსათხოვარი მატჩი. ეს ფეხბურთელი “ბარსელონაში” 6 წლის განმავლობაში თამაშობდა. გამოსათხოვარ შეხვედრაში, კოკუს გუნდი პსვ-სთან 1:5 დამარცხდა, ხოლო თავად ჰოლანდიელმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
1991 წლის 26 ივლისს, თასების მფლობელთა თასის 1/2-ფინალში, “იუვენტუსთან” გამართული მატჩის დროს მიღებული წითელი ბარათის გამო, უეფა-მ გილერმო ამორი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
1997 წლის 27 ივლისს, “ბარსელონას” პრეზიდენტად ზედიზედ მეხუთედ აირჩიეს ხოსეპ ლუის ნუნიესი, რომელმაც არჩევნებში 24 ათასი ხმა მიიღო. მისმა კონკურენტმა, ანხელ ფერნანდესმა მხოლოდ 5 ათასი ხმა მოაგროვა.
1935 წლის 27 ივლისს, ხოსეპ სუნიოლი “ბარსელონას” პრეზიდენტად აირჩიეს. ახალმა პრეზიდენტმა კლუბის ფინანსური მხარე გააუმჯობესა, მაგრამ არჩევიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, იგი ფაშისტური რეჟიმის ჯარისკაცებმა დახვრიტეს.
1935 წლის 27 ივლისს, ხოსეპ სუნიოლი “ბარსელონას” პრეზიდენტად აირჩიეს. ახალმა პრეზიდენტმა კლუბის ფინანსური მხარე გააუმჯობესა, მაგრამ არჩევიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, იგი ფაშისტური რეჟიმის ჯარისკაცებმა დახვრიტეს.
1948 წლის 28 ივლისს, 1936 წლის შემდეგ პირველად გაიმართა კლუბის წევრთა შეკრება. იმ დროისთვის, კლუბის წევრების რაოდენობთ, “ბარსელონა” მხოლოდ მადრიდულ კლუბებს – “რეალსა” და “ატლეტიკოს” ჩამორჩებოდა.
ინფორმაცია არ მოიძებნა
ინფორმაცია არ მოიძებნა
2009 წლის 31 ივლისს, 76 წლის ასაკში, ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა სერ ბობი რობსონი, რომლის გაწვრთნილმა “ბარსელონამაც” თასების მფლობელთა თასი, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
