workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

სახელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ნომერი: 9
დაბ. ადგილი: მალმიო (შვედეთი)
დაბ. თარიღი: 03.10.1981
სიმაღლე: 195 სმ
წონა: 95 კგ

 

ბიოგრაფია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიბადა შვედეთში, ქალაქ მალმიოში 1981 წლის 3 ოქტომბერს. მისი მამა იყო ბოსნიელი, დედა კი ხორვატი. ახმახი შვედი თავდამსხმელი “ბარსელონას” თავისი კარიერის პიკზე შეუერთდა. დღესდღობით იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. იგი კარგად თამაშობს მეორე სართულზე, არის სწრადი, შედეგიანი, ეფექტური. მისი სათამაშო სტილი თანაგუნდელებს უკეთ თამაშის საშუალებას აძლევს.

საფეხბურთო კარიერა იბრაჰიმოვიჩმა “მალმიოში” დაიწყო, 2001 წელს კი “აიაქსში” გადაბარგდა, სადაც დღევანდელ პარტნიორთან, მაქსველთან ერთად უწევდა ასპარეზობა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშს ჩვენება, რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. “აიაქსში” შვედის მწვრთნელი, წარსულში “ბარსელონას” ვარსკვლავი, რონალდ კუმანი იყო.

ჰოლანდიაში გატარებული სამი წლის  განმავლობაშიც მან ჰოლანდიის  ჩემპიონატი სამჯერ, ასევე ქვეყნის თასი და სუპეთასი მოიგო. შემდეგ კი დადგა იტალიური ერის დრო. “აიაქსიდან” ზლატანი ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც მისი დამრიგებელი ფაბიო კაპელო იყო. ტურინულ კლუბში შვედი თავდამსხმელი ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში “იუვემ” ორჯერ მოახერხა იტალიის სერია A-ს მოგება, მაგრამ თამაშების ჩაწყობის გამო გუნდს ორივე ტიტული ჩამოერთვა და სერია B-ში იქნა გაგდებული. იბრაჰიმოვიჩმა მეორე დივიზიონში თამაშს კვლავ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა არჩია და მილანის “ინტერში” გადაბარგდა, სადაც ზედიზედ სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. ასევე ზლატანის იტალიურ ტიტულატურაში შედის ქვეყნის ორი სუპერთასი. შვედი ფეხბურთელი თავდასხმის ლიდერი იყო როგორც მანჩინის, ასევე მაურინიოს მწვრთნელობის დროსაც.

“ბარსელონაში” იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია 2009 წლის 27 ივლისს შედგა და მას 60,000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ზლატანი ასევე წამყვანი ფეხბურთელია შვედეთის ნაკრებშიც. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად იბრაჰიმოვიჩი სამჯერ, 2005, 2007 და 2008 წლებში იქნა არჩეული.

 

თვისებები

იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელად, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი. იტალიაში მას ზედმეტსახელად “იბრაკადაბრა” შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ შვედი 192 სანტიმეტრია, იგი მაინც შესანიშნავ ტექნიკას ფლობს, არის ფიზიკურად ძლიერი. ერთი სიტყვით, იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავი ცენტრფორვარდია. გასულ სეზონში მან “ინტერის” შემადგენლობაში, იტალიის ჩემპიონატში 25 გოლის გატანა მოახერხა.

 

მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 2009/10

ესპანეთის სუპერთასი – 2009/10, 2010-11

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10

 

ინტერი

იტალიის ჩემპიონი – 2006/07/ 2007/08/ 2008/09

იტალიის სუპერთასი – 2006/07/ 2007/08

 

აიაქსი

ჰოლანდიის ჩემპიონი – 2001/02, 2003/04

ჰოლანდიის თასი – 2001/02

ჰოლანდიის სუპერთასი – 2002/03

 

ინდივიდუალური მიღწევები

იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2009

იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008

იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი – 2006, 2008

შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005, 2007, 2008

შვედეთის საუკეთესო სპორტსმენი – 2007

შვედეთის წლის ათლეტი – 2007