workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer

ტიერი დანიელ ანრი

სახელი: ტიერი დანიელ ანრი
ნომერი: 14
დაბ. ადგილი: ლე ულია (საფრანგეთი)
დაბ. თარიღი: 17-8-1977
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 83 კგ


ბიოგრაფია

ტიერი ანრი ბოლო ათწლეულების მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება. ელეგანტურობა, უნარიანობა და ეფექტურობა მისი მთავარი ღირსებებია.
ანრი 1977 წლის 17 აგვისტოს, ლე ულისში დაიბადა (საფრანგეთი) და გაიზარდა პარიზის გარეუბნის საცოდავ იმიგრანტულ რაიონში. მისი მამა გვადალუპედანაა, ხოლო დედა მარტინიკედან, საფრანგეთის ორი იმიერსაზღვრო ტერიტორია. მან თამაში თავისსავე ქალაქში, 6 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლის “პალანსეოში” გადავიდა, ხოლო საბოლოოდ, 13 წლის ასაკში, “ვირი-ჩატილონში” ჩაირიცხა. ის უკვე იპყრობდა გარე ყურადღებას, მაგრამ ეს განსაკუთრებით მაშინ მოხდა, როცა იგი თავისი გუნდის გატანილი ექვსივე გოლის ავტორი აღმოჩნდა.
ამ თამაშს “მონაკოს” აგენტები ესწრებოდნენ, რის შემდეგაც, მაშინდელმა “მონაკოს” მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ანრი საფრანგეთის ცნობილ საფეხბურთო აკადემიას, ჩლაირეფონტაინე-ს წარუდგინა.
იმ დროისთვის ტიერი 13 წლის იყო და აკადემიაში ის შეხვდა მის მომავალ თანაგუნდელებს, რომლებთან ერთადაც საფრანგეთში თამაშობდა, ესენი იყვნენ: ტრეზეგე, ანელკა, გალასი და როტენი. აკადემიაში გატარებული 1 წლის შემდეგ, ანრი “ვერსალესში” თამაშობდა, მანამ სანამ საბოლოოდ არ წაიყვანა “მონაკომ” თავის რიგებში და ეს 1993 წელს მოხდა. არსენ ვენგერმა, ფეხბურთელების ტალანტის კარგმა მცოდნემ, არ დააყოვნა ანრის დებიუტი, რომელიც ტიერის მე-17 დაბადების დღის შემდეგ შედგა. ფრანგმა ვარსკვლავმა იმ სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 1995/96 წლებში მან 18 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და პირველად მიიღო ევროპული გამოცდილება.
1996 წელს, ანრიმ ნათლად დაიწყო კლასის ამაღლება. პირველად ეს მოხდა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე, სადაც მან ფინალურ მატჩში ესპანეთს ერთადერთი გოლი გაუტანა. ერთი თვის შემდეგ ის საფრანგეთის ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად აღიარეს. სრულწლოვანმა ანრიმ პირველი ტიტული 1996/97 წლების სეზონში მოიგო, მაშინ როცა მისი “მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. სულ კი, 36 მატჩში ანრიმ 9 გოლი გაიტანა. იმავე წელს, ანრიმ უეფას თასის ნახევარფინალს მიაღწია, 9 მატჩში 1 გოლითა და 4 საგოლე პასით.
ამის შემდეგ ტიერით რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესდა. 1997-98 წლებში მან საფრანგეთის ჩემპიოანტში 30 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გაცილებით უკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა მას იმავე სეზონში ევროპულ ტურნირებზე, სადაც მან 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსაც მიაღწია. 1997 წლის ოქტომბერში შედგა მისი პირველი საერთაშორისო დებიუტი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. ანრი საკმარისად კარგი ფეხბურთელი გამოდგა, რადგან ის იმ გუნდში მოხვდა, რომელმაც 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გათამაშებაზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბომბარდირი გახდა.
შემდეგ წელს “მონაკოში” მან მხოლოდ სეზონის ნახევარი გაატარა, ხოლო 1998/99 წლების ზამთრის სატრანსფერო სეზონში ის “მონაკოდან”, სადაც საერთო ჯამში 141 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 37 საგოლე პასი შეასრულა, “იუვენტუსში” გადაბარგდა,
თუმცა ანრი ტურინს ვერ შეეჩვია და 20 ჩატარებული მატჩის შემდეგ თავის ძველ მეგობარს, არსენ ვენგერს დაუბრუნდა. ამჯერად ლონდონის “არსენალში”.
ლონდონის დედაქალაქში ანრი გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა. მისი სისწრაფე და ტანის აგებულება შეერთებული ჩინებულ ოსტატობასთან, ბწრყინვალედ ჯდებოდა არსენ ვენგერის სტილში. “არსენალში” ანრი ბრწყინვალე ფორვარდად იქცა და იცავდა იმ გუნდის ღირსებას, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისი თამაშის სტილითა და შედეგებით.
“არსენალში” ფრანგმა თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 226 გოლით და ასევე პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, 174 გატანილი გოლით. პრემიერ ლიგაში ტიერი 4-ჯერ იყო ბომბარდირი (2002, 2004, 2005, 2006), ხოლო თვითონ გათამაშება ორჯერ, 2002 და 2004 წლებში მოიგო, FA თასითურთ. მისი გატანილი გოლები საკმარისი აღმოჩნდა, რომ ორჯერ აეღო ოქროს ბუცი, როგორც ევროპის საუკეთესო ბომბარდირი 2004 და 2005 წლებში.
თუმცაღა, იყო ერთი ჩემპიონატი, რომლის მოგება ანრიმ “არსენალის” რიგებში ვერ შეძლო – ჩემპიონთა ლიგა, რომლის ფინალში 2006 წელს გავიდა და პარიზში “ბარსას” წინააღმდეგ დამარცხდა. 2007 წელს მან გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი ტიტული სურდა და გადმობარგდა “ბარსელონაში”.
თავის პირველ სეზონში, ის კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო სამივე ჩემპიონატში, 19 გატანილი გოლით. ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით, მან ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, ცოტა უჩვეულო ადგილას თამაშით, მარცხენა ფლანგზე.
2008/09 წლებში პეპ გვარდიოლა “ბარსას” ახალი მწვრთნელი გახდა. მას გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდებოდა და შესაბამისად პეპმა ანრი ტრიპლეტის შესრულებაში ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად აქცია. ისევ მარცხენა ფლანგზე თამაშით, მან 42 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ხოლო რომში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მან საბოლოოდ აისრულა თავისი ოცნება და თავისი ტიტულების ცარიელი ადგილი შეავსო.

თვისებები

სისწრაფე და ტექნიკა ანრის ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებლებია, რომლებიც მას ეფექტურობასა და ელეგანტურობასთან აერთიანებს. ის მატჩებში ერთ-ერთ ყველაზე უნარიან ფეხბურთელად არის მიჩნეული, ისევე როგორც ინტელიგენტად.
მიხედავად იმისა, რომ ანრი არსენ ვენგერის ქვეშევრდომობის ქვეშ ცენტრალურ ფორვარდად თამაშს მიეჩვია, მას შეტევაში მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია, თავისი დიადი ტემპის წყალობით. ის თავისუფალი დარტყმების სპეციალისტია, რომლებსაც ის ჩვეულებრივ ტერფის წვერით არტყამს, რაც მეკარეებისთვის უაღრესად რთული მოსაგერიებელია.

მიღწევები

გუნდური მიღწევები
ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09, 2009/10

ესპანეთის თასი – 2008/09

ესპანეთის სუპერთასი – 2009/10

ჩემპიონთა ლიგა – 2008/09

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10


არსენალი
ასოციაციის თასი – 2001/02, 2003/2004, 2004/2005
კომუნითი შილდი – 2002/03, 2004/05
პრემიერ ლიგა – 2001/02, 2003/2004


მონაკო
საფრანგეთის ჩემპიონატი – 1996/97
საფრანგეთის სუპერთასი – 1997


საფრანგეთის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – 1998

მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი – 2006
ევროპის ჩემპიონატი – 2000

კონფედერაციის თასი – 2003


ინდივიდუალური მიღწევები
პრემიერ ლიგის ბომბარდირი – 2001/02, 2003/04, 2004/05, 2005/06

ოქროს ბუცი – 2003/04, 2004/05

კონფედერაციის თასის ბომბარდირი – 2003

კონფედერაციის თასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2003

საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 1996/1997

Onze – 2003, 2006

საფრანგეთის წლის ფეხბურთელი – 2000, 2003, 2004, 2005, 2006