workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer

თებერვალი

2009 წელი. გამოვიდა რა შეცვლაზე, ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა სანტანდერის “რასინგის” წინააღმდეგ მატჩში და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა (2:1). მესის მეორე გოლი გახდა ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი მე-5000 “ბარსელონასთვის”.

2003 წლის 2 თებერვალს, სერბი რადომირ ანტიჩი წარდგენილ იქნა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სეზონის ბოლომდე.
2002 წლის 2 თებერვალს, პრიმერას 23-ე ტურის ფარგლებში, “ბარსელონა” გასვლით მატჩში ანადგურებს “ტენერიფეს”, ანგარიშით 0:6. შეხვედრაში ანგარიში კარლეს პუიოლმა გახსნა, მოგვიანებით პატრიკ კლუივერტმა გაიფორმა “პოკერი”, ბოლო გოლი კი საკუთარ კარში ჩაჭრა ჩარკოსმა.
1987 წლის 2 თებერვალს, ბარსელონაში, დაიბარა ხერარდ პიკე.
1980 წლის 2 თებერვალს, საბადელში, დაიბარა ოლეგერ პრესასი. 2002-08 წლებში, მან “ბარსელონას” მაისურით 167 თამაში ჩაატარა.
1966 წლის 2 თებერვალს, დაიწყო “ბარსელონას” ყოფილი სტადიონის, “ლეს კორტსის” დემონტაჟი. დახურვის დღეს სტადიონი 60,000 მაყურებელს იტევდა.
1902 წლის 2 თებერვალს, ბარსელონაში, დაიბადა ხოსეპ სამიტიერი, რომელიც “ბარსელონაში” 1919-1932 წლებში თამაშობდა. 1944-47 წლებში, ის კატალონიელებს წვრთნიდა.

2001 წლის 3 თებერვალს, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 7:0 გაანადგურა. ბასკებს 3 გოლი ლუის ენრიკემ გაუტანა, 2-ჯერ თავი ფილიპ კოკუმ გამოიჩინა, ხოლო თითოჯერ აბელარდომ და ოვერმარსმა გაიტანეს.
1935 წლის 3 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში, “ბარსელონა” “რეალთან” შერცხვა – კატალონიელებმა, მადრიდში, 2:8 წააგეს. პირველი ტაიმის შემდეგ, დედაქალაქელები 5:1 იგებდნენ.

ინფორმაცია არ მოიძებნა

ინფორმაცია არ მოიძებნა

1977 წლის 6 თებერვალს, პრიმერას 21-ე ტურის მატჩში “მალაგას” წინააღმდეგ, მთავარმა არბიტრმა მელერომ არ დანიშნა ორი შესაძლო პენალტი “ბარსას” სასარგებლოდ და ამავდროულად ჩათვალა “ბარსას” კარში ესტებანის მიერ თამაშგარე მდგომარეობიდან ხელით გატანილი გოლი. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მელერომ შეურაცხყოფისთვის გააძევა კრუიფი, რის შემდეგაც მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ. მოგვიანებით კრუიფმა აღნიშნა, რომ მან არა მსაჯს, არამედ თანაგუნდელ მანოლო კლარესს მიმართა. საბოლოო ჯამში “ბარსელონამ” მატჩი მოიგო, ანგარიშით 2:1, კრუიფმა კი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ჩემპიონატში მომდევნო გამარჯვების მოსაპოვებლად კატალონიელებს 2 თვიანი ლოდინი მოუხდათ.

2003 წლის 7 თებერვალს,. კლუბის პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას აპირებდა. გასპარის მმართველობის დროს კლუბმა ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. ამასთან, მისი გადადგომის მომენტისთვის “ბარსა” 20 ტურის შემდეგ იმყოფებოდა მე-15 ადგილზე და “გასავარდნ ზონას” მხოლოდ 3 ქულა აშორებდა.

1966 წლის 8 თებერვალს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაიბადა ხრისტო სტოიჩკოვი. “ბარსელონაში” 7 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ბულგარელმა თავდამსხმელმა, 336 მატჩი ჩაატარა და 162 გოლი გაიტანა.
1931 წლის 8 თებერვალს, “ბარსელონამ”, ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა, დათმო რა მე-10 ტურის შეხვედრა ბილბაოს “ატლეტიკთან”, ანგარიშით 12:1. ამასთან აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის შეხვედრა კატალონიელებმა მოიგეს, ანგარიშით 6:3.

1975 წლის 9 თებერვალს, “მალაგასთან” გამართულ გასვლით შეხვედრაში, მთავარმა არბიტრმა იოჰან კრუიფი მოედნიდან იმის გამო გააძევა, რომ ჰოლანდიელი მას გვერდით მსაჯთან კონსულტაციის გავლას ურჩევდა. საქმე ისაა, რომ “ბარსელონას” კარში გატანილი გოლის დროს, გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. გაძევების შემდეგ, კრუიფმა მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადა და საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო. კატალონიელებმა თამაში 2:3 წააგეს. ცნობისთვის, პირველ წრეში, “ბარსას” “მალაგა” 5:0 ჰყავდა დამარცხებული.

1952 წლის 10 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში, “ბარსელონამ” ხიხონის “სპორტინგი” ანგარიშით 9:0 გაანადგურა. ლადისლაო კუბალამ საკუთარ ანგარიშზე 7 გოლი ჩაიწერა, აქედან 2 მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეაგდო. კუბალას რეკორდი დღემდე ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ მოხსნა.

1963 წლის 11 თებერვალს, ესპანეთის პროვინცია ნავარაში დაიბადა ხოსე მარი ბაკერო, რომელმაც “ბარსელონაში” გატარებულ 9 წელიწადში მონაწილეობა 329 თამაშში მიიღო.

2003 წლის 12 თებერვალს, ხუან გასპარის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, მისი მოვალეობის დროებით შესრულებას ენრიკ რეინა შეუდგა.
2002 წლის 12 თებერვალს, ბარსელონას ერთ-ერთ ქალაქში მიიყვანეს ლადისლაო კუბალა, რომელმაც იქ თავისი ცხოვრების უკანასკნელი 3 თვე გაატარა.
1929 წლის 12 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი გათამაშების პირველ ტურში, “რასინგის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, მანუელ პენელიამ “ბარსელონასთვის” ტურნირზე სადებიუტო გოლი გაიტანა. შეხვედრა კატალონიელებმა 2:0 მოიგეს.

1994 წლის 13 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის ფარგლებში “ბარსელონა” “ლა რომერედზე” გაანადგურა “სარაგოსამ”, ანგარიშით 6:3. ამ ბოლო 5 მატჩში “ბარსელონა” მხოლოდ 4 ქულის აღებას ახერხებს. ტურნირის დარჩენილ 15 შეხვედრაში “ბარსამ” 13 მოგება და 2 ფრე ჩაიწერა ანგარიშზე.
1979 წლის 13 თებერვალს, მექსიკის ქალაქ სამორა-დე-იდალგოში დაიბადა რაფაელ მარკესი, რომელმაც “ბარსას” რიგებში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
1964 წლის 13 თებერვალს, ბარსელონაში, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა პაულინო ალკანტარა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში “ბარსას” რიგებში 357 მატჩი ჩაატარა და 357 გოლი გაიტანა. ალკანტარა დღემდე ითვლება “ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშედ, ვინც კი ოდესმე მოედანზე გამოსულა.

2009 წლის 14 თებერვალს, “სევილიასთან” მატჩში, სამუელ ეტო’ომ “ბარსელონას” მაისურით პრიმერაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა. ამ ნიშნულამდე მისასვლელად კამერუნელს 131 თამაშის ჩატარება დასჭირდა.

1959 წლის 15 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში, “ბარსელონა” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა გასვლით მატჩში მადრიდის “რეალთან” (0:1) და ამით დედაქალაქელებს ლიდერობა დაუთმო, თუმცა უკვე მომდევნო ტურში კატალონიელებმა დაიბრუნეს პირველი დაგილი გათამაშების ცხრილში და სეზონის ბოლომდე შეინარჩუნეს ის.

ინფორმაცია არ მოიძებნა

1974 წლის 17 თებერვალს, ასენსის დუბლის და კრუიფის, პერესისა და სოტილის გოლების წყალობით ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ფარგლებში “ბარსელონა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ამარცხებს მადრიდის “რეალს”, ანგარიშით 0:5.
1929 წლის 17 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში პირველი დაპირისპირება გაიმართა “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის. 1928/29 სეზონის მეორე ტურის მატჩში “ბარსა” საშინაო მატჩში დამარცხდა “რეალთან”, ანგარიშით 1:2.

1998 წლის 18 თებერვალს, ესპანეთის თასზე, “სარაგოსასთან” გამართულ შეხვედრაში, “ბარსელონა” უკვე პირველ წუთზე აგებდა. საჯარიმო დარტყმით, სტუმრები გარიტანომ დააწინაურა. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, კატალონიელები 4:1 იგებდნენ. შეხვედრა მასპინძლებმა 5:2 მოიგეს. “ბარსას” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, რივალდომ ანგარიშზე 3 გოლი ჩაიწერა.
1984 წლის 18 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში, “ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” 5:0 გაანდგურა. პირველ ტაიმში, ანგარიში ლობო კარასკომ გახსნა, ხოლო მე-2 ნახევრის დასაწყისში, დიეგო მარადონამ დუბლი გაიფორმა. თითო გოლი გაიტანეს მარკოს ალონსომ და ბერნდ შუსტერმაც.

1994 წლის 19 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში, “ბარსელონამ” “ოსასუნა” გაანადგურა. სტუმართა კარში 3 გოლი რომარიომ გაიტანა, დუბლით თავი კუმანმა გამოიჩინა, ხოლო თითო ბურთი სტოიჩკოვმა, ამორმა და ესტებარანსმა გაიტანეს. 8 ბურთდან 3 თერთმეტმეტრიანი დარტყმით გავიდა, ხოლო ერთი ჯარიმიდან.
1922 წლის 19 თებერვალს, დაიწყო “ბარსელონას” ახალი სტადიონის, “ლეს კორტესის” მშენებლობა. სამ თვეში, 25 ათასიანი ტევადობის სტადიონი უკვე აშენებული იყო.

2010 წლის 20 თებერვალს, “ბარსელონამ” პეპ გუარდიოლას მეთაურობით მე-100 თამაში ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში, კატალონიურმა გუნდმა სანტანდერის “რასინგი” 4:0 გაანადგურა. იმ თამაშში, ანდრეს ინიესტამ “ბარსას” მაისური მესამასედ მოირგო, ხოლო ტიაგო ალკანტარამ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

1954 წლის 21 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ფარგლებში “ბარსელონა” “ლეს კორტზე” ანადგურებს მადრიდის “რეალს” ანგარიშით 5:1 და უთანაბრდება დედაქალაქურ გუნდს დაგროვებული ქულების რაოდენობით. ამის შემდეგ კატალონიელები ცუდად ჩაატარებენ პრიმერას დარჩენილი ტურების მატჩებს და მოახერხებენ მხოლოდ სამი შეხვედრის მოგებას.

2006 წლის 22 თებერვალს, სამუელ ეტო’ოს თავური დარტმით გატანილმა გოლმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა “ბარსელონას” “ჩელსისთან” მატჩში. კამერუნელის გოლი “ბარსელონასთვის” გახდა მესამასე გატანილი ბურთი ჩემპიონთა ლიგაში.
1976 წლის 22 თებერვალს, საშინაო მატჩში “ბარსელონამ” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ მადრიდის “ატლეტიკოსთან”.

2005 წლის 23 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” დაამარცხა “ჩელსი”, ანგარიშით 2:1. პირველ ტაიმში საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი ბელეტიმ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მოედნიდან გააძევეს დროგბა. მატჩის გმირი გახდა შეცვლაზე შემოსული მაქსი ლოპესი, რომელმაც გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. კატალონიელებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, თუმცა მეტოქის კარის აღება მეტჯერ ვერ მოახერხეს. ორი კვირის შემდეგ გამართულ საპასუხო მატჩში “ბარსა” დამარცხდა ინგლისში, ანგარიშით 4:2. მატჩის მე-20 წეუთზე “ჩელსი” უკვე 3:0-ს იგებდა, მაგრამ რონალდინიომ პირველივე ტაიმში დუბლის გაფორმება შესძლო. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, გადამწყვეტი გოლი გაიტანა ჯონ ტერიმ და “ბარსელონა” ასპარეზობას გამოთიშა.

ინფორმაცია არ მოიძებნა

1912 წლის 25 თებერვალს, კატალონიის ჩემპიონატში, “კატალას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, “ბარსელონას” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა პაულინო ალკანტარას, რომელიც იმ დროს მხოლოდ 15 წლის, 4 თვისა და 18 დღის იყო. “ბარსამ” 9:0 მოიგო, ხოლო ალკანტარამ თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

1991 წლის 26 თებერვალს, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, იოჰან კრუიფს გულის უკმარისობა დაემართა, რის გამოც, მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ადგილი, დროებით, კარლეს რექსაჩმა დაიკავა.
1905 წლის 26 თებერვალს, “ბარსელონა” ახალ სტადიონზე გადავიდა, რომელიც მუნტარენას ქუჩაზე მდებარეობდა.

ინფორმაცია არ მოიძებნა

1979 წლის 28 თებერვალს, ესპანეთის თასის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში “ბარსელონა” დიდი ანგარიშით ამარცხებს “ვალენსიას” – 4:1. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც ორი კვირის შემდეგ გაიმართა, “ბარსა” “ვალენსიამ” განადგურა, ანგარიშთ 4:0. საერთო ჯამში ეს უკანასკნელი თასის მფლობელი გახდა.
1961 წლის 28 თებერვალს, კლუბში არსებული უთანხმოების გამო ფრანსესკ მირო-სანსი “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.
1926 წლის 28 თებერვალს, ესპანეთის თასის გათამაშებაში “ბარსელონა” ანადგურებს “ლევანტეს”, ანგარიშთ 5:0. ხუთივე გოლი ემილი საგის ანგარიშზეა.

2004 წელი. “ბარსელონას” გასვლით მატჩში “დეპორტივოსთან”, თამაშის მთავარმა არბიტრმა ტრისტანე ოლივამ ორი უსაფუძვლო ყვითელი ბარათი უჩვენა ტიაგო მოტას, რის შედეგადაც ფეხბურთელმა დატოვა მოედანი. პირველ შემთხვევაში წესები დაარღვია ფილიპ კოკუმ, თუმცა მსაჯის თვალთახედვაში მოხვდა მოტა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ხსენებული ეპიზოდის ეპიცენტრში. მეორე ყვითელი ბარათი მოტამ ოლივერის ნაცვლად მიიღო. ამ შემთხვევაში მსაჯმა ერთმანეთში აურია “23” და “32” ნომრები, რომლებიც ფეხბურთელებს მაისურების უკანა მხარეს ეწერათ. საერთო ჯამში შეხვედრა “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:3. უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიელებს თავდაპირველად თამაში მიჰყავდათ სამ ბურთიანი უპირატესობით.
1948 წელი. ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ფარგლებში “ბარსელონამ” გაანადგურა “სევილია”, ანგარიშით 6:0 და ამით რეაბილიტირება მოახდინა წინა ტურში განცდილი მარცხიდან (4:0).