მოგესალემებით პატივცემულო რედაქტორებო
პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ გვერდს ხედავთ მხოლოდ თქვენ. უბრალო წევრებისთვის და მწერლებისთვის ეს გვერდი დამალულია.
ამ გვერდის მიზანია მოგცეთ მითითებები თქვენს საქმიანობაში.
უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ საიტის მიმართ არ გაგაჩნიათ ვალდებულება, ყოველდღიურად შემოდიოდეთ და არედაქტირებდეთ სიახლეებს. ეს სტატუსი მოგენიჭათ დამსახურების, პატივიცემისა და ნდობის (ან რომელიმე მათგანის) გამო.
და თუ მაინც გადაწყვიტეთ სტატიის რედაქტირება, გამოიყენეთ ინსტრუქია:
პირველ რიგში, გადახედეთ სიახლის წერის ზოგად წესებს.
1. საიტის მარჯვენა მხარეს, ძებნის ზემოთ, განთავსებულია ჩეტი სპეციალურად თქვენთვის. შედით ჩეტში და დაწერეთ, კონკრეტულად რომელ სიახლეს არედაქტირებთ. თან გადაამოწმეთ, ვინმე ხომ არ არედაქტირებს მას უკვე.
2. შეამოწმეთ სტატიის წყარო. წყაროში მითითებული უნდა იყოს ორიგინალი სტატიის სრული ლინკი და არა მხოლოდ საიტის მისამართი. (მაგ: სწორია http://www.barcamania.com/news/7886.html და არა barcamania.com). თუ სტატიას სრული ლინკი მითითებული არ აქვს, აუცილებლად ვშლით მას. ეს წესი გამონაკლისს არ ცნობს. თუ აქვს სრული ლინკი, გადავდივართ ამ სრულ ლინკზე და ვამოწმებთ, მართლაც არსებობს თუ არა ასეთი სტატია. აღნიშნული მოქმედებით თავს ვიცავთ სტატიების დაკოპირებისგან. თუ სტატია მართლაც არსებობს, წყაროში ვშლით სრულ ლინკს და ვტოვებთ მხოლოდ საიტის მისამართს (მაგ: barcamania.com);
3. წყაროს შემოწმების შემდეგ, ვამოწმებთ კატეგორიას. შეეცადეთ, კატეგორია სიახლის შინაარსს შეესაბამებოდეს მაქსიმალურად. გაითვალისწინეთ, რომ კატეგორია “ოფიციალური” გამოიყენება ისეთი ინფორმაციების შემთხვევაში, რომლებსაც ოფიციალურად დადასტურება სჭირდება (მაგ: ფეხბურთელის ტრანსფერი, ტრავმა). ეს კატეგორია გამოიყენება ასევე კლუბის ოფიციალური განცხადების შემთხვევაშიც. ამ კატეგორიას ვუთითებთ მაშინ, თუ ინფორმაცია მოპოვებულია რომელიმე ოფიციალური წყაროდან;
4. ვაკვირდებით სიახლე ხომ არაა ზედმეტად პატარა. წესების თანახმად, სიახლე უნდა იყოს მინიმუმ 100 სიტყვა. თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ უფრო პატარაა, შეგიძლიათ ტექსტი დააკოპიროთ ვორდში და იქ შეამოწმოთ. თუ იქნება მაგალითად 90-95 სიტყვა, მაგის გამო სიახლეს ნუ დაიწუნებთ, მაგრამ 60-70 სიტყვიანი სიახლეები წაშალეთ. ეს ეხება უბრალო, ყოველდღიურ სიახლეს. თუ რაიმე განსაკუთრებული მოხდა, ამ შემთხვევაში, გამონაკლისის დაშვება ნებარდართულია.
5. შემდეგ, გადავდივართ უშუალოდ სიახლის ტექსტსა და სათაურზე. თუ იგი რედაქტირებას ექვემდებარება, შეგვაქვს მასში საჭირო შესწორებები, იქნება ეს გრამატიკული, თუ ფაქტობრივი შეცდომის გასწორება. თუ სიახლე იმდენად გაუმართავადაა დაწერილი, რომ რედაქტირებას არ ექვემდებარება, ვშლით მას.
6. ვამოწმებთ შეესაბამება თუ არა სურათი სიახლის შინაარსს. თუ არა, მოვუძებნით შესაბამის სურათს. რეკომენდირებულია, რომ მოკლე აღწერაში სურათი იყოს ჰორიზონტალური და არა ვერტიკალური.
7. როდესაც დავრწმუნდებით, რომ სიახლე გამოსაქვეყნებლად მზადაა, მის თავში ვპოულობთ გრაფას “თარიღი”, ხოლო მის გასწვრივ მონიშვნას მოვაშორებთ ტექსტს “არ შეცვალოთ სიახლის თარიღი” და მოვნიშნავთ “მიმდინარე თარიღი და დრო”.
8. ბოლოს, სიახლის ქვედა ნაწილში, მოვნიშნავთ “საიტზე სიახლის გამოქვეყნება” და დავაჭერთ “გაგზავნა”.
გაითვალისწინეთ: სიახლის გამოქვეყნება/არგამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობთ თავად. ჩვენს მიერ აღნიშნული უფლებამოსილება სრულად გაქვთ მონიჭებული, მაგრამ თუ გამოაქვეყნებთ სიახლეს, მის გამართულობაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ.

კითხვების გაჩენის შემთხვევაში, იცით როგორც უნდა დაგვიკავშირდეთ ![]()