workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer

დუგლას პერეირა დოს სანტოსი

სახელი: დუგლას პერეირა დოს სანტოსი
ნომერი: 16
დაბ. ადგილი: მონტე ალეგრე დე გოიასი (ბრაზილია)
დაბ. თარიღი: 06-08-1990
სიმაღლე: 172 სმ
წონა: 67 კგ

 

ბიოგრაფია

“ბარსელონამ” და “სან პაულუმ”, დუგლასის ტრანსფერზე შეთანხმებას 2014 წლის 26 აგვისტოს მიაღწიეს, ხოლო 3 დღის შემდეგ ფეხბურთელი კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს წარუდგინეს. დუგლასმა ევროპას ბრაზილიაში 6 წლის თამაშის შემდეგ მიაშურა.

დუგლასმა ფეხბურთის თამაში მშობლიური ქალაქის გუნდში, “გოიასში” დაიწყო. პირველ გუნდში დებიუტი მას 18 წლის ასაკში, “გრემიოს” წინააღმდეგ ჰქონდა. წარმატებით თამაშის წყალობით დუგლასმა ძლიერი ბრაზილიური კლუბების ყურადღება მიიპყრო და “გოიასის” პირველ გუნდში გატარებული 3 წლის შემდეგ ის “სან პაულუში” გადავიდა.

“სან პაულუში” 3 წლის გატარების შემდეგ დუგლასმა “ბარსელონას” მიაშურა. ის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი ფეხბურთელია. მან, ბრაზილიაში თამაშის დროს, 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. დუგლასი ტიპიური ბრაზილიელი განაპირა მცველია, რომელიც შეტევაში ხშირად ერთვება. ბრაზილიელი თამაშს ხშირად ამწვავებს. მას კარგი ჩაწოდება და დარტყმა აქვს.

“სან პაულუსთან” ერთად, დუგლასმა, 2009 წელს, სამხრეთ ამერიკის თასი და სამხრეთ ამერიკის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო.

დუგლასს, “ბარსელონას” მაისურით დებიუტი 2014 წლის 25 სექტემბერს, ლა ლიგაში, “მალაგასთან” გამართულ მატჩში ჰქონდა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, 2014/15 წლების სეზონში, მოედანზე 273 წუთი დაჰყო. მან პრიმერას ორ და ესპანეთის თასის ორ შეხვედრაში ითამაშა.

 

თვისებები

დუგლას პერეირას მეტოქის კართან ხიფათის შექმნა შეუძლია. თავისი ფიზიკური აღნაგობის წყალობით, ის მთელს ფლანგს აკონტროლებს და დაცვაში დროულად ბრუნდება.

 

მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 2014/15, 2015/16

ესპანეთის თასი – 2014/15

ჩემპიონთა ლიგა – 2014/15

ევროპის სუპერ თასი – 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2015/16