workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer

პიერ-ემერიკ ემილიანო ფრანსუა ობამეიანგი

დაბადების ადგილი ლავალი, საფრანგეთი
დაბადების თარიღი 18.06.1989
წონა 80 კგ
სიმაღლე 187 სმ
დებიუტი 06.02.2022
თამაში* 24
გოლი* 13
ასისტი* 1

*ბოლო განახლება: 14.08.22

ბიოგრაფია

1989 წლის 18 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ლავალში დაბადებულ პიერ-ემერიკ ობამეიანგს როგორც საფრანგეთის, ასევე გაბონისა და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს, საფეხბურთო ნაკრები კი მან გაბონის აირჩია.

ობამეიანგს არაერთ ქვეყანაში თამაშის გამოცდილება აქვს. რამდენიმე საფეხბურთო სკოლის, მათ შორის “მილანის” აკადემიის გამოვლის შემდეგ პიერ-ემერიკს დებიუტი 2008/09 წლების სეზონში, საფრანგეთის მეორე დივიზიონში მოთამაშე “დიჟონში” ჰქონდა, სადაც “მილანიდან” იყო განათხოვრებული. “დიჟონში” თამაშის დროს ობამეიანგმა რამდენიმე ფრანგული გუნდის ყურადღება მიიქცია და შედეგად მან “ლილში” (2009/10), “მონაკოსა” (2010/11) და “სენტ-ეტიენში” (2011-2013) ითამაშა.

პიერ-ემერიკის მომდევნო გაჩერება “დორტმუნდში” იყო, სადაც ის 2013 წელს გადავიდა. მომდევნო 4.5 წლის განმავლობაში მან გერმანული გუნდის მაისურით 141 გოლი გაიტანა და კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსი მოიპოვა. 2017 წელს ობამეიანგი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 31 გოლით.

2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ობამეიანგმა “არსენალს” მიაშურა, სადაც 4 წელი ითამაშა. 2019 წელს 22 გოლით ის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ობამეიანგი 2015 წლის აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო 2016 წელს ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ტიტულები

გუნდური

სენტ-ეტიენი
  • საფრანგეთის ლიგის თასი: 2012/13
დორტმუნდი
  • გერმანიის თასი: 2016/17
  • გერმანიის სუპერ თასი: 2013, 2014
არსენალი
  • ინგლისის თასი: 2019/20
  • ინგლისის სუპერ თასი: 2020

ინდივიდუალური

  • საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: 2012/13
  • აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2015
  • გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: 2015/16
  • გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2016/17
  • პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2018/19