1989 წლის 1 აპრილს, გაიმართა “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხოსეპ ლუის ნუნიესმა გაიმარჯვა. კატალონიური კლუბის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა, უახლოესი მდევარი, სისტე კამბრა 8 ათასი ხმის უპირატესობით დაამარცხა.
1954 წლის 1 აპრილს, “ბარსელონასა” და “ევროპის” ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგური მატჩის დროს, გულის შეტევა დაემართა კატალონიელთა ყოფილ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რამონ გუსმანს, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1986 წლის 2 აპრილს, ჩემპიონთა თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში “ბარსელონა” შვედურმა “გეტებორგმა” გაანადგურა, ანგარიშით 3:0. ზუსტად ორ კვირაში “კამპ ნოუზე” ჰეთ-თრიკი გაიფორმა პიჩი ალონსომ. პენალტების სერიაში გათამაშების მომდევნო ეტაპის საგზური კატალონიურმა გრანდმა მოიპოვა.
ინფორმაცია არ მოიძებნა
1948 წლის 4 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში, “ბარსელონამ” “ვალენსია” დაამარცხა გასვლაზე და “ღამურებს” სატურნირო ცხრილში გადაასწრო, საბოლოოდ კი, ჩემპიონიც გახდა.
1990 წლის 5 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი, 68-ე წუთზე, ამორმა გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, სალინასმა მადრიდელთა კარის ბადე მეორედ შეარხია.
1989 წლის 5 აპრილს, თასების მფლობელთა თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონამ” სოფიის ცსკა 4:2 დაამარცხა. 2 კვირის შემდეგ გამართულ განმეორებით მატჩში, კატალონიელები კვლავ მეტოქეზე ძლიერები აღმოჩნდნენ. ამჯერად, მათ 2:1 მოიგეს. 2 მატჩის ჯამში, სამივე გოლი, “ბარსას” ხრისტო სტოიჩკოვმა გაუტანა. სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ დაინტერესდნენ კატალონიელები ბულგარელი შემტევით და მალევე, ის “ბარსელონას” რიგებში ჩაირიცხა.
1942 წლის 5 აპრილს, “ბარსელონამ” დაასრულა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ჩემპიონატი. გათამაშების დასრულების შემდეგ, კატალონიელები გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებდნენ.

2010 წლის 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონამ” “არსენალი” 4:1 გაანადგურა. ამ მატჩის შემდეგ, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის ფლეი ოფში პოკერი გაიფორმა.
1968 წლის 6 აპრილს, “რეალთან” გასამართი მატჩის წინ, გარდაიცვალა “ბარსელონას” ურუგვაელი მცველი, ხულიო სესარ ბენიტესი. სიკვდილის მიზეზი გახდა გაფუჭებული ზღვის პროდუქტების მიღება. 7 წლის განმავლობაში, ბენიტესმა “ბარსელონაში, 259 თამაში ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.
1952 წლის 6 აპრილს, ლა ლიგის 29-ე ტურში, “ბარსელონა” “ლას პალმასს” 7:0 ანადგურებს და ესპანეთის ჩემპიონი ვადაზე ადრე ხდება.

1912 წლის 7 მარტს, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, “ბარსელონამ” კატალონიური “ხიმნასტიკი” 2:0 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა. გოლები მასანიმ და როდრიგესმა გაიტანეს.
2001 წელს, “ვილიარეალთან” გამართულ გასვლით მატჩში, მე-20 წუთზე, “ბარსელონას” ფეხბურთელები 0:3 მარცხდებოდნენ, მაგრამ კლუივერტის ჰეთ-თრიკისა და რივალდოს ერთ გოლის წყალობით, შეხვედრა 4:4 დასრულდა.
1968 წლის 8 აპრილს, საღამოს 6 საათზე, მიწას მიაბარეს “ბარსელონას” ყოფილი მცველი, ურუგვაელი ხულიო სესარ ბენიტესი, რომლის პანაშვიდებსაც, 2 დღის განმავლობაში, 150 ათასი ადამიანი დაესწრო.
1962 წლის 8 აპრილს, “კამპ ნოუზე”, ესპანეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. “ბარსელონა” “ბასკონიას” მასპინძლობდა. კატალონიური კლუბი სტუმართა კარის დარაჯისმ ხოსე ანხელ ირიბარის შეძენით იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ამ მეკარემ “ბარსასგან” 10 გოლი გაუშვა (ამას დამატებული, 2 გოლი პირველ მატჩში) და საბოლოოდ, ბარსელონელებმა მის შეძენაზე უარი განაცხადეს.
1956 წლის 8 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე, “ბარსელონამ”, ბილბაოში, “ატლეტიკთან” 0:1 წააგო და ლიდერობა დაკარგა. საბოლოოდ, ბაკსები ჩემპიონები გახდნენ, ხოლო კატალონიელები მე-2 ადგილს დასჯერდნენ.

1968 წლის 9 აპრილს, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. შეხვედრა 7 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ იგი “ბარსას” ფეხბურთელის, სესარ ბენიტესის გარდაცვალების გამო გადაიდო. ბენიტესის უკანასკნელი სიტყვები იყო: “მიდით ბიჭებო, მოუგეთ “რეალს” 2:0″.
1996 წლის 10 აპრილს, “ლა რომარედას” სტადიონზე, ესპანეთის სამეფო თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ატლეტიკო” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-100 წუთზე გავიდა, როდესაც “ბარსას” კარი მილინკო პანტიჩმა აიღო.
2001 წლის 11 აპრილს, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ “ბარსელონაში” 17 წლის გატარების შემდეგ, იგი კლუბის დატოვებას აპირებდა.
1959 წლის 12 აპრილს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასვლით მატჩში, “ბარსელონამ” 1:1 ითამაშა და გახდნენ რა “რეალისთვის” მიუწვდომელნი, კატალონიელებმა მეშვიდედ მოიპოვეს ესპანეთის ჩემპიონობა.
1978 წლის 13 აპრილს, პობლა დე სეგურის მუნიციპალიტეტში, დაიბადა კარლეს პუიოლი, რომელიც 17 წლის ასაკში მივიდა “ბარსელონას” საფეხბურთო გუნდში, ხოლო 3 წლის შემდეგ, მას პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი.
2001 წლის 14 აპრილს, “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მე-2 შეხვედრა ითამაშა ანგარიშით 4:4. “კამპ ნოუზე” გამართული მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, კატალონიელები “სარაგოსასთან” 0:2 მარცხდებოდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, სტუმრები კვლავ 2 ბურთით, ამჯერად 4:2 იგებდნენ, მაგრამ კლუივერტისა და რივალდოს გოლების წყალობით, კატალონიელებმა გათანაბრება და ქულის მოპოვება მოახერხეს.
1951 წლის 15 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში, “ბარსელონა” “ესპანიოლთან” 0:6 დამარცხდა. პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები უკვე 0:4 აგებდნენ.
1916 წლის 15 აპრილს, ესპანეთის თასის მეოთხე 1/2-ფინალურ მატჩში, როდესაც “ბარსელონა” “რეალს” ხვდებოდა, კატალონიელმა ფეხბურთელებმა, მსაჯის მიმართ გამოხატული პროტესტის ნიშნად, მოედანი შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დატოვეს. თამაში “რეალმა” 4:2 მოიგო. მადრიდელებმა მე-3 გოლი მას შემდეგ გაიტანეს, რაც ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა, ხოლო მე-4 გოლის წინ, ადგილი თამაშის წესების დარღვევას ჰქონდა. ამ თამაშამდე 2 დღით ადრე, გუნდებმა ერთმანეთში 6:6 ითამაშეს და იმ მატჩში, მსაჯმა “ბარსელონას” კარში 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

1969 წლის 16 აპრილს, დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატი, რომელიც “ბარსელონასთვის” ისტორიულად ითვლება. ჩატარებულ 30 მატჩში, კატალონიელებმა 18 გოლი გაუშვეს, რაც დღემდე რჩება კლუბის რეკორდად. მიუხედავად ასეთი ცოტა გოლის გაშვებისა, “ბარსა” მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა.
ინფორმაცია არ მოიძებნა
2007 წლის 18 აპრილს, ესპანეთის თასის პირველ 1/2-ფინალურ შეხვედრაში, “ბარსელონამ” “ხეტაფე” 5:2 გაანადგურა. ერთ-ერთი გოლი მესიმ მარადონას სტილში გაიტანა, როდესაც ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, გზად შემხვედრი ყველა მეტოქე მოატყუა და ისე აიღო მადრიდელთა კარი. განმეორებით მატჩში, “ბარსამ” 0:4 წააგო.
2006 წლის 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში, “ბარსელონამ” “მილანი”, გასვლაზე, 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლუდოვიკ ჟიულიმ გაიტანა. განმეორებითი მატჩი 0:0 დასრულდა და ფინალში კატალონიელები გავიდნენ.
2000 წლის 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, “ბარსელონამ” ლონდონი “ჩელსი” 5:1 დაამარცხა. პირველი თამაში ინგლისელებს 3:1 ჰქონდათ მოგებული. ამავე შედეგით იმარჯვა “ბარსამ” განმეორებითი მატჩის ძირითად დროში, ხოლო დამატებით ტაიმებში, კატალონიელებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს.

1978 წლის 19 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” “ლას პალმასი” 3:1 დაამარცხა. ოთხივე გოლი შეხვედრის 27-ე წუთამდე გავიდა. კატალონიელთაგან თავი ასენსიმ და 2-ჯერ რეშაკმა გამოიჩინეს.
1972 წლის 19 აპრილს, ბრაზილიის ქალაქ რესიფეში დაიბადა რივალდო, რომელმაც, 5 წლის განმავლობაში, “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 235 მატჩში, 136 გოლი გაიტანა.
1953 წლის 19 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში, “ბარსელონამ”, საკუთარ კედლებში, “ვალენსია” 2:1 დაამარცხა. ამ მოგებით, კატალონიელებმა მეტოქეს პირველი ადგილი ჩამოართვეს და ლიდერობა გათამაშების დასრულებამდე შეინარჩუნეს.

1958 წლის 20 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში, “ბარსელონამ” “სარაგოსა” 5:1 გაანადგურა. კატალონიელთა მიერ გატანილი მე-5 გოლი, რომლის ავტორიც ტეხადა იყო, კლუბის ისტორიაში, ესპანეთის ჩემპიონატში, 1500-ე გამოდგა.
ინფორმაცია არ მოიძებნა
1984 წლის 22 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონამ” “ესპანიოლი” 5:2 დაამარცხა. სტუმართა კარში, 4 გოლი გაიტანა მარკოს ალონსომ, ერთხელ კი, თავი ლობო კარასკომ გამოიჩინა. შეხვედრის მე-40 წუთზე, მოედნიდან დიეგო მარადონა გააძევეს.
2002 წლის 23 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონა” “რეალთან” 0:2 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა 1:1 დასრულდა.
2001 წლის 23 აპრილს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ლორენცო სერა ფერერის ადგილი კარლეს რეშაკმა დაიკავა. ეს მოხდა პამპლონაში, “ოსასუნასთან” 1:3 წაგებიდან მეორე დღეს.

2000 წლის 24 აპრილს, ესპანეთის თასის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში, ფეხბურთის ფედერაციამ “ბარსელონას” “ატლეტიკოსთან” ტექნიკური წაგება ჩაუთვალა. ერთი დღით ადრე, კატალონიელებმა ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართეს და აცნობეს, რომ ტრავმებისა და ფეხბურთელების ნაკრებებში გამოძახების გამო, მათ მხოლოდ მინდვრის 9 მოთამაშე და 2 მეკარე ჰყავდათ.
1965 წლის 25 აპრილს, ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, “რასინგის” წინააღმდეგ, დებიუტი ჰქონდა კარლეს რეშაკს, რომელიც, მოგვიანებით, “ბარსელონას” ერთ-ერთი რეკორდსმენი გახდა ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების მიხედვით. მატჩი “ბარსამ” 4:1 მოიგო, რეშაკმა კი, მე-4 გოლი გაიტანა.
1947 წლის 25 აპრილს, ჰოლანდიის ქალაქ ამსტერდამში დაიბადა იოჰან კრუიფი, რომელმაც “ბარსელონას” ფეხბურთელობის 5 (1973-78) და მწვრთნელობის 8 (1988-1996) წელი მიუძღვნა.
1901 წლის 25 აპრილს, “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე, უოლტერ უაილდი ბართლომეუ ტერადესმა შეცვალა. იგი კატალონიელთა მე-2 პრეზიდენტი გახდა.

1986 წლის 26 აპრილს, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, “ბარსელონა” “სარაგოსასთან” დამარცხდა, ანგარიშით 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 35-ე წუთზე, რუბენ სოსამ გაიტანა.
1961 წლის 26 აპრილს, კოჩიშმა “ბარსელონა” თასების მფლობელთა თასის გათამაშებიდან გამოთიშვისგან იხსნა. კატალონიელებმა “ჰამბურგთან” 1:2 წააგეს, მაგრამ პირველი თამაშის მინიმალური ანგარიშით მოგების გამო, გადათამაშების დანიშვნა გახდა საჭირო.

1999 წლის 28 აპრილს, “ბარსელონას” 100-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, “კამპ ნოუზე”, კატალონიური გუნდი ბრაზილიის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა. თამაში 2:2 დასრულდა.
1988 წლის 28 აპრილს, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მოიწვიეს პრესკონფერენცია და მოითხოვეს კლუბის პრეზიდენტის, ხოსეპ ლუის ნუნიესის გადადგომა. რამდენიმე თვეში, გუნდის მთავარ მწვრთნელად იოჰან კრუიფი დაინიშნა, გუნდის შემადგენლობა კი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

1998 წლის 29 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონასა” და “მალიორკას” შორის გამართული მატჩის მე-6 წუთზე, კატალონიელთა კარში გოლი სტანკოვიჩმა გაიტანა. 66-ე წუთზე, რივალდომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში, “ბარსამ” 5:4 იმარჯვა.
1951 წლის 29 აპრილს, გაიმართა ესპანეთის თასის 1/8-ფინალის პირველი მატჩი “სევილიასა” და “ბარსელონას” შორის. ამ შეხვედრაში, კატალონიური გუნდის შემადგენლობაში, დებიუტი ჰქონდა ლადისლაუ კუბალას. “ბარსამ” ის მატჩი 2:1 მოიგო, რამდენმე დღეში კი, განმეორებით შეხვედრაში, კატალონიელებმა 3:0 იმარჯვეს.

1950 წლის 30 აპრილს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალის მატჩში, “ბარსელონამ” სანტანდერის “რასინგი” 4:1 დაამარცხა, მაგრამ განმეორებითი მატჩი, კატალონიელებმა 1:5 წააგეს.