workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer

იბრაჰიმ აფელაი

იბრაჰიმ აფელაისრული სახელი: იბრაჰიმ აფელაი

ნომერი: 19

დაბ. ადგილი:უტრეხტი (ჰოლანდია)

დაბ. თარიღი: 2 აპრილი 1986 წელი

სიმაღლე:  180 სმ

წონა: 76 კგ

პოზიცია:  ნახევარმცველი

ბიოგრაფია

იბრაჰიმ აფელაი დაიბადა 1986 წლის 2 აპრილს, ქალაქ უტრეხტში (ჰოლანდიაში). მას ბავშობიდან უყვარდა ბურთის გორება. იგი “პსვ ეინდჰოვენის” სკოლის აღზრდილია. მან თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა პსვ– ში თამაშისას. აფელაი 17 წლის იყო, როდესაც მისი დებიუტი შედგა პირველი გუნდის მაისურით, ჰოლანდიის თასზე. შემდეგ კი უკვე ერედივიზიონში “ტვენტეს” წინააღმდეგ. თავის პირველ სეზონში იბრაჰიმმა 7 მატჩამდე ჩაატარა. ყოველ წელს იგი იზრდებოდა და იხვეწებოდა. 2005/06 სეზონში აფელაი იშვიათად იყო გუნდის წინა პლანზე, მაგრამ უკვე ამის შემდეგ იგი გუნდის უცვლელი ფიგურა გახდა. მან თავისი პოზიციისდა მიუხედავად, იცის გოლების გატანა. შარშან, მან 13 გოლის გატანა შეძლო და თანაც აქვს ერთი “ჩვევა” – იტანს მაშინ, როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან სჭირდება. თითქმის ყველა წარმატების შემოქმედი “პსვ ეინდჰოვენისა” იყო იბრაჰიმი, რომელიც ახლა უკვე “ბარსელონას” საკუთრებაა. ჰოლანდიის ნაკრებში მას, ჯერჯერობით, არცთუ დიდი წარმატებები აქვს. იგი წელს იმყოფებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ასეთ წარმატებაში. იგი 2007 წელს დასახელდა ჰოლანდიის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთლად.


თვისებები
აფელაი პოზიციით ნახევარმცველია, მას შეუძლია, როგორც შეტევითი ფუნქციების შესრულება, ისე დაცვითი. იგი არის საკმაოდ ტანმღალი და შეუძლია პირველ ბურთზე ბრძოლა, ასევე არის სწრაფი და აქვს ძალიან კარგი დარტყმა. მისი “მუშა” ფეხი არის მარჯვენა, მაგრამ ხშირად მარცხენა ფეხითაც არ თამაშობს ურიგოდ.

მიღწევები
გუნდური
ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონი – 2010/11
ესპანეთის თასი – 2011/12
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული – 2010/11
ესპანეთის სუპერთასი – 2011-12

 

პსვ
ჰოლანდიის ჩემპიონატი: 2004/05, 2005/06, 2006/07, 2007/08
ჰოლანდიის თასი: 2004/05
ჰოლანდიის სუპერთასი: 2007/08

ჰოლანდიის ნაკრები
მე–2 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე
ინდივიდუალური
2007 წელს დასახელდა ჰოლანდიის ყველაზე პერსპერქტიულ ფეხბურთლად