მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრიტო: “სამსაჯო კომისია ისე იქცევა, როგორც ფრანკოს დროს”

ბრიტო: “სამსაჯო კომისია ისე იქცევა, როგორც ფრანკოს დროს”

ყველა არ ეთანხმება გადაწყვეტილებას არბიტრების ტექნიკური კომისიის პრეზიდენტისა, რომელმაც განაცხადა, რომ დისციპლინარულ კომიტეტში გააგზავნის საჩივარს ჟერარდ პიკეს საქმესთან დაკავშირებით. მათ შორის, ვინც აკრიტიკებს ასეთ გადაწყვეტილებას, არის ყოფილი მსაჯი, ხუან მანუელ ბრიტო არსეო.

 

შეგახსენებთ, რომ პიკემ განაცხადა, რომ მისი გაძევება წინასწარ იყო დაგეგმილი მსაჯის, ვალესკო კარბალიოს მიერ.  COM Ràdio-ს ეთერში 48 წლის ყოფილმა მსაჯმა, ბრიტო არსეომ გააკრიტიკა სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილება და თავისი განცხადებით ცეცხლს ნავთი დაასხა.

 

“სიტუაცია რაღაცით მაგონებს გენერალ ფრანკოს პერიოდს. მსაჯები არ უნდა ითხოვდნენ ფეხბურთელის დასჯას. ამისთვის არსებობს ტურნირის კომისია, რომელსაც შეუძლია მოთამაშის დასჯა.”- განაცხადა არსეომ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ს/კ “ბარსელონამ” გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაასაჩივროს პიკეს წითელი ბარათი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში