ლევერკუზენის “ბაიერის” ფორვარდმა შტეფან კისლინგმა, თანაგუნდელებს განუცხადა, რომ ყველაფერი გააკეთონ და ბოლომდე დაიხარჯონ, რათა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩი “ბარსელონასთვის” ადვილი გასეირნება არ გამოვიდეს.
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელებმა პირველ მატჩში მეტოქე გერმანიაში 3:1 დაამარცხა და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, გაინაღდა კიდეც შემდეგი რაუნდის საგზური. ახლა “ლურჯ–ბროწეულისფერები” “კამპ ნოუზე” ელიან მოწინააღმდეგეს.
“ნამდვილად არ ვიცი გვაქვს თუ არა რეალური შანსი 1/4 ფინალში გასვლის, მაგრამ თანაგუნდელებს ვუთხარი ბოლომდე იბრძოლონ და არ მისცენ მოწინააღმდეგეს იოლი მატჩის ჩატარების უფლება. ვეცდებით, “ბარსელონას” სერიოზული პრობლემები შევუქმნათ.” –განაცხადა კისლინგმა, რომელმაც ასევე თქვა, რომ ახლა მისი გუნდისთვის მთავარია გერმანიის “ბუნდესლიგაში” მდგომარეობა გამოისწოროს და იბრძოლოს ევროტურნირზე გასასვლისთვის.
