კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, კომენტარი გააკეთა იმ ჭორების შესახებ, რომელიც “მანჩესტერ სიტის” ფორვარდ სერხიო აგუეროზე ვრცელდება. ეს ბოლო რამდენიმე ხანია, მთელი საფეხბურთო პრესა აგუეროს მომავლის ათასნაირ ვარიანტებზე საუბრობს და ერთ–ერთი მათგანი არგენტინელის მადრიდის “რეალში” სავარაუდო გადაბარგებაა. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო არმანდო მარადონამ ამაზე უკვე გამოთქვა საკუთარი აზრი და თქვა, რომ სანამ მისი სიძე რაიმეს გადაწყვეტს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს, გააანალიზოს და შემდეგ გადადგას ნაბიჯი.
“მე და აგუეროს მოედანზეც და მოედნის გარეთაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ კარგად ვეწყობით ერთმანეთს და ამას არგენტინის ნაკრების თამაშის ყურებისასაც მკაფიოდ ხედავთ. თუ იგი “რეალში” გადავა, ამით მადრიდელები ნამდვილად არ იზარალებენ. მთავარია სერხიო იყოს კმაყოფილი და თავი კარგად იგრძნოს და მე მისი ნებისმიერი გადაწყვეტილებას მივიღებ და გამეხარდება.” –ციტირებს მესის სიტყვებს ესპანური პრესა.
