ესპანური “ბარსელონას” მალელმა ფეხბურთელმა სეიდუ კეიტამ, გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჟურნალისტებთან, რადრან, როგორც მოგეხსენებათ, სწორედ მან გაიტანა უმნიშვნელოვანესი მეორე გოლი “სპორტინგის” კარში, რომელმაც კატალონიელთა გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.
“ძალიან გახარებული ვარ, რადგან მოგება გვესაჭიროებოდა. ჩვენ “რეალს” 10 ქულით ჩამოვრჩებით და ამ თამაშში რომ არ გაგვემარჯვებინა ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოვეთიშებოდით; პრაქტიკულად შანსი აღარ გვექნებოდა. გოლის გატანით ბედნიერი ვარ. მესი რომ ყოფილიყო უფრო გაგვიადვილდებოდა, თუმცა შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.” –ციტირებს კეიტას სიტყვებს ესპანური პრესა.
ხოსეპ გვარდიოლამ გუშინდელი მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა სეიდუს. მან მართლაც ულამაზესი გოლი გაიტანა სტუმართა კარში და როგორც ზევით მოგახსენეთ, ამ გატანილმა ბურთმა მოაგებინა “ბლაუგრანას”.
