ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ლევერკუზენის “ბაიერის” ორმა ფეხბურთელმა მესის მაისურის გამო იჩხუბა. საბოლოო ჯამში გერმანულმა კლუბმა მესის მაისური აუქციონზე გაიტანა გასაყიდად.
აღნიშნული ვითარება მხედველობაში მიიღეს შვეიცარიელებმა და საკითხის მარტივად გადასაჭრელად ასეთ ზომას მიმართეს: შვეიცარიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის წინ ჟურნალმა “Blick” თავისი ქვეყნის ნაკრების ყველა ფეხბურთელისთვის ლეო მესის მაისური შეიძინა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=QCIEUStHrnQ]
