მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს ცნობილი გახდება სამეფო თასის ფინალის ჩატარების ადგილი

დღეს ცნობილი გახდება სამეფო თასის ფინალის ჩატარების ადგილი

დღეს გახდება ცნობილი, თუ რომელ სტადიონზე ჩატარდება ესპანეთის სამეფო თასის ფინალი ”ბარსელონასა” და ბილბაოს ”ატლეტიკს” შორის, გვამცნობს ”as”-ი.

ამავე წყაროს ცნობით ფინალი შეიძლება ჩატარდეს ”ვისენტე კალდერონზე”, ”მესტალიაზე” ან ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც სევილიაში მდებარეობს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ფინალური შეხვედრა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდებოდა, თუმცა ამჟამად ეს ვარიანტი აღარ განიხილება.

ფინალის ჩატარების თარიღი დამოკიდებული იქნება ჩემპიონთა ლიგაში ”ბარსელონას” ასპარეზობაზე. თუკი პეპ გვარდიოლას გუნდი ფინალში გავა, მაშინ ”ატლეტიკთან” შეხვედრა 25 მაისს გაიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინალი 5 დღით ადრე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში