მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” ზაფხულში დავიდ ლუისის შეძენას გეგმავს

”ბარსელონა” ზაფხულში დავიდ ლუისის შეძენას გეგმავს

ზაფხულში ”ბარსელონა” ლონდონის ”ჩელსის” ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის შეძენას შეეცდება. ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის მიმართ სიმპატიებზე უკვე ისაუბრა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ ზაფხულში გუნდის მთავარი მიზანი დაცვის ცენტრის გაძლიერება იქნება. კატალონიური კლუბი ინტერესს ”მილანის” 27 წლის მცველზე, ტიაგო სილვაზეც იჩენს, თუმცა ამჟამად ამ ტრანსფერის განხორციელება არარეალურად მოსჩანს.

გვარდიოლა სილვას ალტერნატივად 24 წლის დავიდ ლუისს მიიჩნევს, რომელიც ”ჩელსიმ” 1 წლის წინ, 25 მილიონ ფუნტად იყიდა ”ბენფიკადან”. დავიდმა აღიარა, რომ ”ნებისმიერი ფეხბურთელი მოხარული იქნება ”ბარსელონაში” თამაშით, მაგრამ აღნიშნა, რომ ის 100 პროცენტით ”ჩელსის” ფეხბურთელია”.

”მოვიტყუები, თუკი ვიტყვი, რომ მათ ინტერესზე არაფერი გამიგია. მე სიტუაციის საქმის ყურში ვარ არა მხოლოდ ჭორების გამო, რომლებიც რეგულარულად ჩნდებიან უკვე რამდენიმე თვეა. მე მხოლოდ დავადასტურებ იმას, რომ არავითარი მოლაპარალება არ დამიწყია და არავის ოფიციალური წინადადებით არ მოუმართავს”.

”ბარსელონა” დიდებული გუნდია და ისინი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ნებისმიერი მოთამაშე ბედნიერი იქნება იქ ასპარეზობით, მაგრამ მე ”ჩელსიში” ვიმყოფები და მაქვს ვალდებულებები კლუბის წინაშე” – განაცხადა ლუისმა ესპანურ გამოცემა ”sport”-თან საუბრისას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში