კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, რომელმაც ამხანაგურ მატჩში შვეიცარიას ჰეთ–თრიკი შეუსრულა (3:1), განაცხადა, რომ ამ დღეს დიდი ხანია ელოდა და იცოდა, რომ აუცილებლად მოვიდოდა ეს დრო.
“ძალიან დიდი ხანი ველოდი ამას. მე არგენტინის ნაკრებში ვერ ვახერხებდი გოლის გატანას და ამ ჰეთ–თრიკმა ძალიან გამახარა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი თამაში და დამსახურებულადაც მოვიგეთ. რა თქმა უნდა შეცდომები და ხარვეზები იყო, თუმცა მჯერა აუცილებლად გამოვასწორებთ.”
“ახლა არგენტინის ნაკრებს ეკვადორთან ელის მატჩი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის ეგიდით. ჩვენ უნდა დავივიწყოთ ბოლო შეხვედრების შესახებ და მთლიანად უნდა გადავერთოთ ამ თამაშზე. მოგება ძალიან კარგი და საჭირო იქნება. მთავარია 3 ქულა მოვიპოვოთ.”
“მე ძალიან კარგად ვეწყობი აგუეროს და იგუაინს. საერთოდ, ძალიან კარგი თავდასხმის ხაზი გვყავს და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს ვუქმნით. მთავარია ასე გავაგრძელოთ და ნამდვილად ბევრს მივაღწევთ.” –ციტირებს მესის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS-ი.
