მოგეხსენებათ 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით იმართებოდა სანაკრებო ბატალიები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები. ბოლო შეხვედრაში ალექსის სანჩესის ნაკრები ეთამაშებოდა განას ეროვნულ გუნდს. შეხვედრა არცთუ დინამიური გამოდგა, თუმცა ორი გოლი იხილა სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ. “ბარსელონას” შემტევმა სრული, 90 წუთი დაჰყო მოედანზე, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ შანსი ჰქონდა.
პირველი გოლი განელებმა გაიტანეს შეხვედრის 41-ე წუთზე. ჩილე ცუდ დღეში ჩავარდა, როდესაც 70-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს კამპოსი. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ჩილელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს და 75-ე წუთზე ზუსტად გამოიყენა თავისი შანსი ფერნანდესმა. საბოლოო ანგარიში კი 1:1 დაფიქსირდა ტაბლოზე…
აღსანიშნავია, რომ პენალტი სანჩესის წაქცევისთვის დაინიშნა…
