მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კადენა კოპე” “ბარსას” 200,000 ევროს სთავაზობს

“კადენა კოპე” “ბარსას” 200,000 ევროს სთავაზობს

სასამართო გარჩევა ს/კ “ბარსელონასა” და რადიოსადგურ “კადენა კოპეს” შორის კვლავ გრძელდება. შეგახსნებთ, რომ შარშან “კადენა კოპემ” კატალონიური კლუბის ფეხბურთელები დოპინგის მოხმარებაში დაადანაშაულა. ს/კ “ბარსელონამ” რადიოსადგურის მიერ მიყენებული ზარალის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მოითხოვა. რადიოსადგურმა ორშაბათს აღიარა თავისი დანაშაული და კატალონიურ გრანდს 200,000 ევრო შესთავაზა კომპენსაციის სახით.

 

“კადენა კოპემ” გასულ ორშაბათს ასეთი განცხადება გამოაქვეყნა:

“2011 წლის 13 მარტს, რადიოსადგურ “კადენა კოპეს” გადაცემა “ელ პარტიდო დე ლას 12”-ში, ბატონ ალკალას მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ეხებოდა ს/კ “ბარსელონას” არის მცდარი და გავრცელდა არასანდრო წყაროზე დაყრდნობით. რადიოსადგური აღიარებს, რომ აღნიშნული მცდარი განცხადებების შედეგად ხსენებული კლუბის მიმართ განხორციელდა უკანონო ქმედებები და შესაბამისად მზად არის, რომ მიყენებული ზიანის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 48 საათის განმავლობაში კლუბს გადაუხადოს 200,000 ევრო.”

 

თავად ს/კ “ბარსელონამ” მიყენებული ზიანი 6,190,080 ევროდ შეაფასა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, რომელიც დაგეგმილი იყო სამშაბათს დილით, გადაიდო დაცვის მხარის ერთ-ერთი იურისტის ავადმყოფობის გამო. მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომის დანიშვნის ახალი თარიღი გახდება ცნობილი, კლუბები კვლავ შეუდგებიან სადავო საკითხთან დაკავშირებით მუშაობას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში