მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ლიონელ მესიმ გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

 

შეკითხვა: გამარჯობა ლეო. კარიერის დასრულების შემდეგ “ბარსასთან” კავშირს შეინარჩუნებთ? ისურვებდით თუ არა, რომ გახდეთ “ბარსას” მწვრთნელი?

მესი: როცა კარიერას დავასრულებ ღმერთმა უწყის რას ვიზამ, მაგრამ სიამოვნებით შევინარჩუნებდი კონტაქტს გუნდთან, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.

 

შეკითხვა: მინდა შევეკითხო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს, თუ ფიქრობს არგენტინულ კლუბში თამაშზე? თუ კი, მაშინ რომელ გუნდში?

მესი: გმადლობთ ასეთი სიტყვებისთვის. სიმართლე გითხრათ სიამოვნებით ვითამაშებდი არგენტინაში და ვნახავდი, თუ როგორ მღერიან გულშემატკივრები საკუთარი გუნდის გასამხნევებლად. რომელი გუნდი? არ ვიცი, იგივეს გავიმეორებ, ღმერთმა უწყის.

 

შეკითხვა: გამარჯობა ლეო. მოგწონთ გადაცემა Crackòvia და თქვენი პესონაჟი?

მესი: დიახ, მომწონს. სიმართლე გითხრათ ბევრს ვიცინი. არის ისეთი ჟესტები, რომელიც არ მახასიათებს, თუმცა მაინც მომწონს (იცინის).

 

შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, ჩავი კარგი მწვრთნელი იქნებოდა “ბარსასთვის”? წარმოგიდგენიათ მისი მითითებების ქვეშ თამაში?

მესი: ვფიქრობ, ჩავის ჯერ კიდევ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია ფეხბურთში. მას განსაკუთრებული ხარისხი აქვს და მისი როლი გადამწყვეტია ჩვენთვის, ასე რომ, მე ვისურვებდი მის გვერდით დიდხანს თამაშს. თუ იგი მწვრთნელი გახდება მე ესეც გამიხარდება. ის შესანიშნავი, ინტილიგენტი ადამიანია და კარგად ესმის ფეხბურთი.

 

შეკითხვა: გადახვიდოდით თუ არა მადრდიდში სათამაშოდ, ორმაგი ანაზღაურება რომ შემოგთავაზონ?

მესი: ამ შეკითხვაზე არაერთხელ გამიცია პასუხი. “ბარსამ” მე ყველაფერი მომცა: ამ კლუბში გავიზარდე, ვიცი, როგორ ზრუნავენ ჩემთვის და ამიტომ არასდროს ვიფიქრებ მეტოქე გუნდში გადასვლაზე, მითუმეტეს ფულის გამო. მე აქ ბედნიერი ვარ.

 

შეკითხვა: არასდროს რომ არ გეთამაშათ არგენტინის ნაკრებში, ესპანეთის ღირსების დაცვაზე იფიქრებდით?

მესი: მე ძალიან დიდი გზა გავიარე, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ ჩემი უმთავრესი ოცნება იყო ჩემი ქვეყნის მაისურის მორგება. ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა, ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. დღეს ჩვენ ვცდილობთ, შევკრათ გუნდი, რომელიც მოიგებს ტიტულებს და მიუძღვნის მას საკუთარ ხალხს.

 

შეკითხვა: გამარჯობა ლეო. მე ახლახანს ბიჭი შემეძინა და თქვენს საპატივცემულოდ მას ლეო დავარქვი. შეკითხვა ასეთია: როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ ხალხი თქვენგან კუმირს ქმნიას? როგორ გინდათ, რომ ხალხს დაამახსოვრდეთ?

მესი: მოხარული ვარ, რომ ასე აფასებთ იმას, რასაც მე ვაკეთებ. იმედია, რომ თქვენი ვაჟი ბედნიერი იქნება, რომ ეს სახელი ჰქვია. მე უბრალოდ მსურს, რომ კარგი ადამიანი ვიყო. მინდა მომავალში გავიღიმო, როცა ჩემს წარსულს გავიხსენებ.

 

 

შეკითხვა: რა იყო ყველაზე უცნაური და იშვიათი მომენტი, რითაც ფანმა თქვენთან შეხება ან თქვენი ავტოგრაფის მიღება სცადა?

მესი: ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ხალხი ცდილობს, დიდი სიყვარული გამოხატოს ჩემს მიმართ. ყველაზე უცნაური რამ შემემთხვა ვენესუელაში, კოპა ამერიკას დროს, როდესაც გოგონა ტიბუნებიდან გადმოხტა, რომ ჩამხუტებოდა. ძალიან დავიბენი და შევეცადე დავხმარებოდი, მაგრამ საბედნიეროდ ის არ დაშავებულა.

 

შეკითხვა: ყოველი ჰეთ-თრიკის შემდეგ ბურთი სახლში მიგაქვთ… რას უშვებით მათ? არ გიფიქრიათ მათი გაყიდვა აუქციონზე და შემოსული თანხის მომხმარება კეთილი საქმეებისთვის? თუ ბურთების ავზს აკეთებთ?

მესი: (იცინის) ისინი მაგონებენ ტკბილ მომენტებს. მომავალში ვაჩვენებ მათ ჩემს შვილებს და მოვუყვები, თუ როგორ შევაგროვე ისინი და შევქმენი მათი დახმარებით გუნდის ისტორია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში