”ატლეტიკოსთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ლეო მესი შვეიცარიის დედაქალაქში, ციურიხში ჩავიდა. დაახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა სასტუმროსთან. აქვე იყვნენ პრესის წარმომადგენლებიც. მის ჩასვლას ბევრი დიდი ინტერესით ელოდა. ფეხბურთელს აუკრძალეს ავტოგრაფების დარიგება და გულშემატკივრებთან სურათების გადაღება. უსაფრთხოების ზომები ძალიან გამკაცრებული იყო.
ასევე გეტყვით იმასაც, რომ ლეოსთან ერთად შვეიცარიაში ”ბარსას” კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანოც ჩავიდა. ”რწყილს” სახეზე სიმშვიდე შეენიშნება და იგი მთლიანად გადართულია ამხანაგურ მატჩზე.
