ესპანეთის ჩემპიონატის 25- ტურის დასრულების შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ მესის გენიალურობაზე და ამავე დროს არბიტრის, მიგელ ანხელ პერეს ლასას შეცდომებზე ისაუბრა, იტყობინება ესპანური პრესა.
დედაქალაქელებმა საკუთარ მოედანზე მიიღეს კატალონიის “ბარსელონა” და დამარცხდნენ ანგარიშით 1:2.
“მსაჯი შესანიშნავად მუშაობდა, თუმცა იყო გარკვეული მომენტები… ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ დავიწყებთ საუბარს იმაზე, უნდა გაეგდო თუ არა მსაჯს მოედნიდან ალვეში. იგივე შეიძლება ითქვას ბუსკეტსის ხელით თამაშზე. შედეგები ყოველთვის სამართლიანია. ჩვენ ვცდილობდით, რომ გვეთამაშა ჩვენი ფეხბურთი, ვუკეტავდით რა მეტოქეს თავისუფალ ზონებს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, ხოლო მეორეში შედარებით ღია თამაში დაიწყო. შედეგად ჩვენ ანგარიშის გათანაბრება შევძელით, თუმცა მესის გენიალურობამ არ მოგვცა უკეთესი შედეგის მიღწევის საშუალება.” – განაცხადა სიმეონემ.
