მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი მადრიდში გაემგზავრა

გუნდი მადრიდში გაემგზავრა

დღეს გუნდი ადრიანად გამოცხადდა აეროპორტში, 9:45 წუთზე. ისინი მადრიდში 10:42 წუთზე გაემგზავრნენ. ადგილზე ჩასვლის შემდეგ, გუნდი პირდაპირ სასტუმროში მივა. თამაში კი 21:30 წუთზე არის დაგეგმილი (ესპანეთის დროით). 

 

გუნდი ადგილზე შუადღეს, სავარაუდოდ 1 საათზე იქნება. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ”ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს მოუწევს ეროვნულ გუნდში წასვლა. ეროვნულ გუნდს ”ბარსას” 12 ფეხბურთელი შეურეთდება. დელ მოსკემ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ”ბარსას” 8 ფეხბურთელი გამოიძახა გუნდში: ვალდესი, პიკე, პუიოლი, ბუსკეტსი, ტიაგო, ჩავი, ინიესტა, სესკი, ტელიო და კუენკა . ასევე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს ადრიანო და ალვეში. ისინიც თამაშის შემდეგ შეურთდებიან ეროვნულ გუნდს. 

 

გარდა ამისა გუნდს მადრიდში კლუბის ხელმძღვანელებიც გაყვნენ. როგორც, ყოველთვის გუნდთან ერთად არის კლუბის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში