დანი ალვეშმა ინტერვიუში გამოთქვა თავისი აზრი, ევროპულ ფეხბურთზე.
”ამ მომენტისათვის, ვინც ჩვენ ღირსეულად გვეთამაშა, არის ”მანჩესტერი”. მათთან ორი ძალიან დაძაბული და ამავე დროს, საინტერესო ორი ფინალი ვითამაშეთ. მადრიდის ”რეალზეც” იგივეს თქმა შემიძლია.
”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვიგოთ ესპანეთის ჩემპიონატი. ასევე ”ჩემპიონთა ლიგის” მოგებაც ძალზე სანახაობრივი იქნება, მაგრამ ”ლა ლიგის” მოგება ჩვენთვის პირველ ადგილზე დგას” – დაასრულა ბრაზილიელმა.
