კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ისააკ კუენკამ პირველად მიიღო მონაწილეობა პრეს–კონფერენციაში პირველი გუნდის ფეხბურთელის სტატუსით.
სანამ კუენკა პირველ გუნდში გადმოვიდოდა და ძირითადში ადგილს დაიმკვიდრებდა, პირველი გუნდის თითქმის არცერთ ფეხბურთელს არ იცნობდა. “ძალიან გამაკვირვა პირველა გუნდის მოთამაშეების ასეთმა თავმდაბლობამ. იყო გასახდელში ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებმაც უამრავი ტიტული მოიპოვეს არც ისე რთულია, მაგრამ არა “ბარსელონაში”.”
კუენკამ განაცხადა, რომ ცდილობს თანაგუნდელებისგან ბევრი ისწავლოს: ” ჩემი თანაგუნდელებისგან მაგალითს ვიღებ და ვცდილობ ყურადღება მივაქციო მათ ვარჯიშებზე და მატჩებზე” – განაცხადა ისააკმა. ასევე მან განაცხადა, რომ მადლობლია გვარდიოლასი, რადგან მან მისცა შანსი აესრულებინა მისი ოცნება. ამასთან დაამატა, რომ არ უნდა შეადარონ ბუსკეტსსა და პედროს, რადგან “ყველა ისტორია სხვადასხვანაირია”.
