”ბარსას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ შემდეგ მატჩში გუნდს მხოლოდდამხოლოდ სამი ქულის აღება სურს.
ანდრეს ინიესტას თქმით ”რეალის” უპირატესობა ლა ლიგაში არც თუ ისე დიდია: ”ეს არც თუ ისე დიდი უპირატესობაა. ჩვენი საფიქრალი მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგად ასპარეზობს. იგივე შეიძლება ითქვას ”კოპა დელ რეიზე”. დასაკარგი არაფერი გვაქვს. შანსები ჩვენ ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ” – განაცხადა ესპანელმა.
მნიშვნელოვანი მიზანი – მოგება ”ატლეტიკოსთან”
”ბარსამ” წინა ტურებში უაზროდ ფლანგა ქულები. ახლა ამის დრო ნამდვილად აღარაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი თამაშებში მხოლოდდამხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა.
ფეხბურთელებს გვარდიოლას გუნდიდან წასვლა არ უნდათ
რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, ინიესტამ განაცხადა: ”ჩვენ ვცდილობთ, არ ვიფიქროთ ამაზე. სეზონში ბევრი დაძაბული მატჩი გველის. ჩვენი მთავარი საფიქრალი ესაა” .
