მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო: ”პირველ გუნდში გატარებული ყოველი წამით ვტკბები”

ტიაგო: ”პირველ გუნდში გატარებული ყოველი წამით ვტკბები”

ტიაგო ალკანტარამ აღნიშნა, რომ ”ბარსელონას” პირველ გუნდში გატარებული ყოველი წამით ტკბება. ამას გარდა ის თვლის, რომ ”ბარსა” მიმდინარე სეზონს კარგ დონეზე ატარებს.

 – როგორ აფასებთ სეზონის განვლილ ნაწილს?

 – ამ დრომდე გატარებული ყოველ წამით ვტკბები. ის, რასაც აქ განვიცდი უბრალოდ კაიფია. განსაკუთრებით გამარჯვება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რაც ჩემთვის ყველაზე შესანიშნავი იყო. გადამწყვეტი პრე-სეზონის მომზადება აღმოჩნდა. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო 20 წლამდელთა მუნდიალი. აქამდე განვლილ დროს დადებითად ვაფასებ როგორც მოგებული ტიტულების, ასევე ნათამაშები წუთების გამო.

 – საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?

 – ეს ჩემი პირველი სეზონია ”ბარსელონას” პირველ გუნდში. დებიუტანტისთვის ჩემი აზრით ცუდად არ გამოვიყურები. მე იმაზე უკეთ ვთამაშობ, ვიდრე ველოდი და ელოდნენ სხვები. ჯერ-ჯერობით საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ.

 – გახსოვთ ბოლო რჩევა, რომელიც მამამ მოგცათ?

 – დავტკბე ყოველი წუთით, ყოველი მომენტით, რადგან წარსულში ვერ დაბრუნდები. ყოველი მატჩი, რომელშიც ითამაშე, ყოველი მოძრაობა, რომელსაც შენ აკეთებ უკვე შეუძლებელი იქნება შეცვალო. ისინი განუმეორებელნი არიან. ერთ მატჩში შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულო, მეორეში კი პირიქით, მაგრამ სიამოვნება უნდა მიიღო ყველაფრით, რაც შენს ირგვლივ ხდება.

 – რაც შეეხება გუნდს? რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით?

 – ვფიქრობ, რომ კარგ სეზონს ვატარებთ. ჩვენ მხოლოდ იმით არ დავკმაყოფილდებით, რომ სამივე ტიტულის მოგება გვსურს. ყველაზე რთული პრიმერას მოგება იქნება, რადგან ლიდერთან ჩამორჩენა დიდია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგ სეზოს ვატარებთ. უბრალოდ გუნდმა გულშემატკივრებს მუდმივი გამარჯვებები მიაჩვია ბოლო წლების განმავლობაში.

 – თქვენ კვლავ რეალურად მიიჩნევთ პრიმერაში გამარჯვებას?

 – ვფიქრობ, რომ ამ დრომდე ჩვენ ვაჩვენებდით, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და ვაგრძელებთ ამის ჩვენებას.

 – ბოლო დღეებში გვარდიოლას კონტრაქტზე ბევრს საუბრობენ. ფეხბურთელებს აქვთ გაურკვევლობის გრძნობა ამ საკითხთან დაკავშირებით?

 – ამ მომენტისთვის არავითარი გაურკვევლობა არ არის, რადგან ჩვენი მწვრთნელი, რომელმაც ჩვენთვის ამდენი კარგი რამ გააკეთა ჯერ კიდევ ჩვენთანაა. ჩვენ მისით სიამოვნებას ვიღებთ, მისი გაწვრთნის მანერით, მისი საფეხბურთო ხედვით. სეზონის ბოლოს ვნახავთ, დარჩება თუ არა ის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის დარჩეს.

p.s. ესეც ჩემი 1500-ე სიახლე ბარსამანიაზე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში