მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე ოდესმე

ჩავიმ იმაზე მეტი გაიტანა, ვიდრე ოდესმე

ჩავის წელს გატანილი 11 გოლი საუკეთესო მაჩვენებელია მისთვის 14 წლიანი კარიერის განმავლობაში, რაც ის პირველი გუნდის წევრია.

ერთ-ერთი გასაოცარი ფაქტი არის ის, რომ გუნდში ბევრ გოლს იტანენ არა თავდამსხმელები. სესკი ნამდვილ გოლების მანქანად იქცა. ჩავი ასევე რეგულარულად იტანს გოლებს  და მიუხედავად იმისა, რომ წინ სეზონის დიდი ნაწილია დარჩენილი მან საკუთარი რეკორდი დაამაყარა. 33 შეხვედრაში მან 11 გოლის გატანა შეძლო: 7 ესპანეთის ჩემპიონატში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 თასზე და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.

პირველად 10-ზე მეტი გოლი

ჩავის კლუბში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 610 შეხვედრა. 14 სეზონის განმავლობაში მან გოლი 69-ჯერ გაიტანა და მიმდინარე სეზონში გატანილი 11 გოლი პერსონალური რეკორდია. წინა საუკეთესო შედეგი 2008/09 სეზონში დაფიქსირდა, როცა მან 10 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ეს მთელი სეზონის შედეგია, სადაც მან 59 შეხვედრა გამართა.

ჩემპიონატის რეკორდი

ლა ლიგაში 19 შეხვედრაში მან 7 გოლის გატანა მოახერხა. ის მე-13 ადგილზეა პრიმერას ბომბარდირებში, ნახევარმცველებიდან მხოლოდ ”რაიოელი” მიკუ (11) და სესკი (9) მასზე წინ იმყოფებიან ბომბარდირთა დავაში. ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი მან ასევე 2008/09 სეზონში გაიტანა, წელს კი მას ბევრი შეხვედრა ექნება ამ მიღწევის გასაუმჯობესებლად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში