ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ საქებარი სიტყვები არ დაიშურა “ბარსელონას” ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის მიმართ.
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების მთავარი მწვრთნელი ჩილელ ფეხბურთელზე მაშინ ალაპარაკდა, როცა მას შეკითხვა დაუსვეს, ისურვებდა თუ არა სანჩესის ხილვას ესპანეთის ნაკრებში.
“მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მაღალი კონკურენციაა. მიუხედავად ამისა, ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელები არასდროს იქნებიან ზედმეტნი. რაც შეეხება სანჩესს, იგი არაჩვეულებრივად ავლენს თავის შესაძებლობებს “ბარსელონას” რიგებში.” – განაცხადა დელ ბოსკემ.
