მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი სამეულის დაბრუნება

დიდი სამეულის დაბრუნება

პეპ გუარდიოლას არაერთხელ უთქვამს, რომ “ბარსელონას” სიძლიერე მოედნის ცენტრში დომინირებაში გამოიხატება. სწორედ ეს არის გასაღები გამარჯვებისათვის.

 

“გუარდიოლას ერის” მეოთხე სეზონში უკვე ყველამ იცის, რომ ცენტრალური ნახევარმცველების განლაგება, რომელსაც ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა ჰქმნიან, შევა არამარტო კლუბის, არამედ საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში. ამას ამტკიცებს სტატისტიკა: ჩემპიონატში მოპოვებულ 71 გამარჯვებისას 48 შემთხვევაში ხსენებული სამეული სასტარტო შემადგენლობაში იყო. სამეულის მონაწილეობით გუნდმა განიცადა მხოლოდ ერთი მარცხი, 2009-2010 სეზონში “ვისენტე კალდერონზე” მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. “ბარსა” მაშინ დამარცხდა ანგარიშით 2:1. ბედის ირონიაა, რომ მსოფლიოს სამი ჩემპიონი, ტრავმების მოშუშების შემდეგ, ერთად გამოვლენ ზუსტად იმავე მოედანზე და კვლავ “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, ამიტომ კვირას გასამართი მატჩი შესანიშნავი შანსია რევანშისთვის.

 

გარდა ეფექტური თამაშისა, სამეულის მოედანზე ყოფნას შედეგიც მოაქვს. “გუარდიოლას ერაში” ყველა ტურნირის ჯამში განცდილი 18 მარცხიდან, მხოლოდ სამში თამაშობდნენ ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი ერთად. გარდა ზემოთ ხსენებული მატჩისა “ატლეტიკოსთან”, “ბარსას” წაგება დაუფიქსირდა 2010-2011 სეზონში ლონდონის “არსენალთან”, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის გასვლით მატჩში და ასევე მადრიდის “რეალთან” (0:1) ესპანეთის სამეფო თასის ფინალში.

 

“ბარსელონას” ცენტრს დომინირებდნენ ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა რომისა და უემბლის ფინალებში. მათი თამაშით “ბარსას აქვს ბურთზე კონტროლი (ჩავი), დინამიკა (ინიესტა) და წონასწორობა (ბუსკეტსი). ბუსკეტსმა, რომელმაც მოირჩინა მუხლის ღია ჭრილობა და ინიესტამ, რომელმაც ასევე მოირჩინა კუნთის ტრავმა, ვერ შესძლეს “ვალენსიასთან” მატჩში მონაწილეობის მიღება. ჩავიმ, რომელიც მოედანზე მხოლოდ რამდენიმე წუთით შევიდა, გოლიც გაიტანა და აჩვენა, რომ “ატლეტიკოსთან” მატჩში ფორმის პიკში იქნება. ამასთან აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, ჩავი არ გამოიძახონ ნაკრებში ფეხბურთელის ზედმეტად გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით. გუარდიოლამ, ისევე როგორც დელ ბოსკემ, კარგად იციან, რომ ჩავის შემთხვევაში უკეთესი იქნება, არ გარისკონ – მას უბრალოდ არ ჰყავს შემცვლელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში