მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “ყველას გვსურს, რომ პეპი დარჩეს”

მესი: “ყველას გვსურს, რომ პეპი დარჩეს”

“ვალენსიასთან” მატჩის დასრულების შემდეგ იღლიაში ბურთ ამოჩრილი ლეო მესი ჟურნალისტებს გაესაუბრა. თავდაპირველად მან მატჩი გაანალიზა: “თავდაპირველად ფორტუნა არ გვწყალობდა, თუმცა შემდეგ მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება.”

 

მიუხედავად შესრულებული “პოკერისა” ლეომ ყურადღება მაინც გუნდის საერთო შედეგზე გაამახვილა და აღნიშნა: “მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა შეინარჩუნა ის დონე, რომელიც გერმანიაში თამაშისას ვაჩვენეთ.”

 

ლეომ უარი თქვა, გაეკეთებინა კომენტარი იმ კრიტიკაზე, რომელიც მას ბოლო პერიოდში დაატყდა თავს: “ასეთი რამ ყოველთვის ხდება, მაგრამ მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ, ვინაიდან ვიცი, რომ პეპს, ჩემს თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს ჩემი სწამთ და მენდობიან.”

 

რა თქმა უნდა, ბოლოს ლეოს პეპ გუარდიოლას კონტრაქტთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, რაზეც არგენტინელმა ასე უპასუხა: “ყველას გვსურს, რომ პეპი გუნდში დარჩეს. ვაცადოთ, რომ თავად გადაწყვიტოს. ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია გუნდისთვის.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში