”ბარსელონას” ფეხბურთელმა, დავიდ ვილიამ ”ტვიტერის” საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც მიმდინარეობს მისი აღდგენითი პროცესი.
ვილიამ დაწერა: ”დღეს, 15 თებერვალს 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრავმა მივიღე. ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე ახლოს ვარ მოედანზე დაბრუნებასთან და კვლავ ფეხბურთით დატკბობასთან. დიდი მადლობა მეგობრებო!”.
ასტურიელ თავდამსხმელს რაც შეიძლება სწრაფად სურს ვარჯიშის განახლება და ის უკვე დღეებს ითვლის. დავიდ ვილიას აღგდენითი პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
