ჰოლანდიელი ტრავმის აღდგენის შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ხუთშაბათს, 5 თვის შემდეგ პირველად მინდორზე ივარჯიშა.
იბრაჰიმ აფელაიმ ”სიუტატ ესპორტივას” სავარჯიშო მოედანზე გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა. მან დარბაზის გარეთ პირველად ივარჯიშა მას შემდეგ, რაც სექტემბერში მუხლის ჯვარედენი მყესები გაიწყვიტა. ის ფიზიოლოგთან ერთად ვარჯიშობა, ასრულებდა წრიულ ვარჯიშებს და სარბენ სავარჯიშოებს სხვადასხვა ნაბიჯებით.
ეს კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯია ჰოლანდიელისთვის მას შემდეგ, რაც 4 თვის წინ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. იბრაჰიმს ოპერაციას 3 ოქტომბერს ექიმებმა, რიკარდ პრუნამ და რამონ კუგატმა ჩაუტარეს, რომელთა განცხადებით აფელაი 6 თვეს იუქმებდა.
