როგორც ხედავთ, საიტზე ცვლილებებია.
ცვლილებები ძირითადად შეეხო დიზაინს. მართალია, საიტის სტრუქტურად დიდად არ შეცვლილა, მაგრამ დიზაინი უფრო გალამაზდა.
გარდა დიზაინის შეცვლისა, საიტს დაემატა რამდენიმე ფუნქცია. ერთ-ერთი მათგანია მომდევნო და წინა მატჩები, რომლებიც განთავსებულია საიტის მარჯვენა ნაწილში. როგორც ხედავთ, მომდევნო თამაშის თავზე დაყენებულია მთვლელი, რომელიც გიჩვენებთ, თუ რა დრო დარჩა თამაშის დაწყებამდე.
საიტს დაემატა განყოფილება “დახმარება”, ე.წ. “ხშირად დასმული კითხვები” (რომლის ნახვაც შეგიძლიათ “პროფილზე” დაჭერით).
დაემატა ნიკის ცვლილებების ისტორიის გვერდი (რომლის ნახვაც შეგიძლიათ “პროფილზე” დაჭერით). ამ გვერდზე განთავსდება ინფორმაცია მომხმარებლების მიერ ნიკების შეცვლასთან დაკავშირებით.
დღეიდან, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთ პროფილში მიუთითონ სკაიპისა და ფეისბუქის მისამართები, ხოლო დანარჩენ მომხმარებლებს ამ ინფორმაციის ნახვის საშუალება ექნებათ.
სიახლეა ასევე ისიც, რომ მთავარ გვერდზეა გამოტანილი ინფორმაცია მომდევნო მატჩისთვის გუნდის დანაკლისის შესახებ.
ამჟამად, დიზაინის დახვეწასთან დაკავშირებული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
გთხოვთ, თუ შეცდომას აღმოაჩენთ, აუცილებლად დაწეროთ კომენტარებში.
