მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიცივე და თოვლი ვარჯიშზე

სიცივე და თოვლი ვარჯიშზე

პეპ გვარდიოლას მიერ მატჩზე გამოძახებულმა 22-მა ფეხბურთელმა ლევერკუზენის ”ბაიერის” სტადიონზე ივარჯიშა. სესიის დროს ტემპერატურა 0 გრადუსი იყო. სერხი ბუსკეტსი, რომელსაც ჯერ თამაშის უფლება არ მიუღია თანაგუნდელებთან ერთდად ვარჯიშობდა.

”ბარსამ” უკვე ივარჯიშა იმ სტადიონზე, სადაც ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრას გამართავს. პეპ გვარდიოლას გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ვარჯიშობდა ”ბაიერის” სტადიონზე. სესიის დროს თოვდა, ტემპერატურა კი 0 გრადუსი იყო.

სერხი ბუსკეტსი თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, თუმცა ექიმებს მისთვის თამაშის ნება არ მიუციათ. ვარჯიშის საწყისი 15 წუთი პრესისთვის ღია იყო. გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ პრეზიდენტი, სანდრო როსელი და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში