ლევერკუზენის ”ბაიერის” მცველი, მანუელ ფრიდრიხი გვიზიარებს საკუთარ მოლოდინს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედების წინ. პირველ შეხვედრა ხვალ, გერმანიაში გაიმართება, განმეორებითი კი 7 მარტს ესპანეთში.
”უზუმოდ ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ასეთი მეტოქე გვერგო. ყველა ჩვენ განწირულად მიგვიჩნევს. ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია, რადგან ისეთ გუნდს ვეთამაშებით, როგორიც ”ბარსელონაა”. ჩვენ ველოდებით ამ შეხვედრებს. საჭიროა მეტოქე დააფასო. მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევისთვის, ბრძოლაში მთელი ძალები დავხარჯოთ, უნდა ვირბინოთ მოედანზე იმდენი, სანამ ექიმი არ დაგვჭირდება და ამის შემდეგ ვნახავთ რა გამოგვივა. მწვრთნელს ამ შეხვედრებზე საუბარი არ ჭირდება. ყველამ შესანიშნავად იცის ”ბარსელონას” ფეხბურთელები, კლუბი და რა ფეხბურთს თამაშობენ. ასეთი მატჩების წინ მოტივაციაზე საუბარი არ ღირს” – განაცხადა ფრიდრიხმა.

ფრიდრიხი: ”უზუმოდ ბედნიერი ვარ ”ბარსასთან” თამაშის გამო”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.