”ბარსას” მცველი, მარკ მუნიესა იმედოვნებს, რომ შემდეგ წელს მაინც მიეცემა პირველ გუნდში თამაშის შანსი – იტყობინება ესპანური პრესა.
ამჟამად ფეხბურთელი მეორე გუნდში ასპარეზობს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანდონი სუბისარეტამ წელს განაცხადა: ”მუნიესა შემდეგი წლიდან პირველ გუნდში ითამაშებს”. – აცხადებს ”ბარსას” სპორტული დირექტორი.
”თამაში პირველ გუნდში ჩემთვის დიდი გამოწვევა და დიდი ხნის ოცნებაა. ახლა მე უკვე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ვუახლოვდები ჩემს ოცნებას. ასე უნდა გავაგრძელო და კიდევ და კიდევ ბევრი ვისწავლო” – დაასრულა ფეხბურთელმა.


