ორივე შემთხვევაში, როცა პეპ გვარდიოლას გუნდმა სამეფო თასის ფინალში გასვლა გაინაღდა შემდეგ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.
სტატისტიკა გვაჩვენებს – თასის ფინალში გასვლის შემდეგ გუნდი იმარჯვებს პრიმერას შეხვედრაში. ასე მოხდა 2008/09 სეზონში და შარშანაც. წელს კი პეპის გუნდი ამ შესანიშნავი სტატისტიკის გაგრძელებას პამპლონაში შეეცდება.
1:1 ”მალიორკასთან”… და 2:0 ”ატლეტიკთან”
პეპ გვარდიოლას გუნდი თასის ფინალში პირველად 2009 წლის 4 მარტს გავიდა. იმ დღეს ”მალიორკასთან” განმეორებით მატჩში შეხვედრის გმირი პინტო იყო, რომელმაც 11 მეტრიანი აიღო და გუნდი ”მესტალიაზე” გასამართ ფინალში გაიყვანა. 3 დღის შემდეგ ”ბარსელონამ” 2:0 დაამარცხა ”ატლეტიკი” ”ნოუ კამპზე” ბუსკეტსის და მესის გოლებით.
0:3 ”ალმერიასთან”… და 3:0 ”ატლეტიკოსთან”
2 წლის შემდეგ, 2011 წლის 2 თებერვალს ”ბარსელონა” კვლავ გავიდა თასის ფინალში. ამჯერად გასვლით მატჩში კატალონიელებმა ”ალმერია” გაანადგურეს (0:3). 3 დღის შემდეგ ”ბარსამ” უმასპინძლა მადრიდის ”ატლეტიკოს” და გაანადგურა 3:0 ლეო მესის ჰეთ-ტრიკით.
2:0 ”ვალენსიასთან”… და ?
ხვალ, ”ვალენსიას” დამარცხების (2:0) შემდეგ, რის საშუალებითაც გუნდი სამეფო თასის ფინალში გავიდა ”ბარსა” პამპლონაში გაემგზავრება. ერთადერთი განსხვავება წინა წლებთან შედარებით არის ის, რომ თასის 1/2 ფინალის განმეორებითი შეხვედრა ”ნოუ კამპზე” გაიმართა, პრიმერას შეხვედრას კი კატალონიელები სტუმრად გამართავენ.


