ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, დელ ბოსკე ოპტიმისტურად არის განწყობილი და იგი ვილიას გამოჯანმთელებას ელოდება. კითხვაზე, წაიყვანს თუ არა იგი ვილიას ევრო 2012-ზე, მან განაცხადა: ”ეს მხოლოდ ფეხბურთელზეა დამოკიდებული”.
ვილიას მკურნალობის კურსი ძალიან კარგად მიდის. მედიკოსები უკვე დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. ”ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. გუნდის ბედი გამოცდილ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ყველანი ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. იმედია, ვილია ჩემპიონატისთვის გამოჯანმთელდება.
”რეალის” ყოფილი დამრიგებელი ინტერვიუში პეპ გვარდიოლაზეც საუბრობს: ”მე ვაფასებ მის ხედვას. გვარდიოლა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მწვრთნელის პროფესია ძალიან პრესტიჟულია”.
დელ ბოსკე ”ბარსას” ფეხბურთელებზეც საუბრობს: ”ბარსას” წინ ბევრი დაძაბული მატჩი ელის. ჩემი აზრით, დაღლის საშიშროება არ უნდა იყოს. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ესპანეთის ნაკრების თავკაცი ასევე სიმპათიებს არ მალავს სერხიო ბუსკეტსზე: ”მე მსურს ის ჩემს გუნდში ვიხილო. ის მართლაც საუკეთესო ფეხბურთელია თავის პოზიციაზ” -. დაასრულა დელ მოსკემ.
