”ბარსელონასა” და ”ვალენსიას” მატჩის დასრულების შემდეგ ჩავი ერნანდესმა მონაწილეობა მიიღო ”ბარსა ტვ”-ს გადაცემა ”El Marcador”-ში.
ნახევარმცველმა საკუთარი სიხარული გაგვიზიარა და გუნდის ახალი მიღწევა შეაფასა: ”ჩვენ კმაყოფილები ვართ, რადგან ფინალში გავედით. ეს დამსახურებულია, რადგან ძალიან ძლიერ მეტოქეებთან თამაში მოგვიწია და ვფიქრობთ, რომ ყველა მათგანში მეტოქეზე ძლიერები ვიყავით. ეს შესანიშნავი მომენტია, ხშირად კი ვერ ვხდებით, თუ რას მივაღწიეთ. ამ მომენტით უნდა დავტკბეთ”.
ახლა პრიმერა
ჩავი თვლის, რომ ფინალში გასვლა გუნდს პრიმერაში დაეხმარება: ”ეს შეიძლება პრიმერაში გარდამტეხი მომენტი იყოს: ვიცით, რომ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ ”რეალისთვის” ცხოვრების გართულებას ვაპირებთ მიუხედავად იმისა, რომ ჩამორჩენა 7 ქულიანია”.
ჩავი და დრო
ჩავიმ ასევე აღნიშნა, რომ მცირე დისკომფორტის შემდეგ სრულ მზადყოფნაშია: ”ბევრი უკვე პენსიაზე მიშვებს, მაგრამ მე კიდევ ვტკბები თამაშით და თუკი ტრავმები არ შემაწუხებენ ”ბარსაში” კიდევ დიდი ხნის დავრჩები. ასევე გააჩნია როგორ ვიგრძნობ თავს ფიზიკურად”.
დასასრულს კი ერნანდესმა კიდევ ერთ ვეტერანზე, კარლეს პუიოლზე ისაუბრა: ”ის ყველა ჩვენგანისთვის მაგალითია: ის, თუ როგორ ვარჯიშობს ის და ამხნევებს გუნდს. ჩვენ ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ ასეთი მეგობარი გვყავს”.
