როგორც ირკვევა, მიმდინარე სეზონში “ბარსას” ფეხბურთელები ძალიან “დაუმეგობრდნენ” ხარიხას. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ “ბლაუგრანელებმა” წელს არც მეტი, არც ნაკლები, 25-ჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას. ფეხბურთელების მიხედვით რომ ჩავშალოთ აღნიშნული მაჩვენებელი, ასეთ სურათს მივიღებთ:
– მესი – 9
– სესკი – 4
– ალვეში და ინიესტა – 2
– ბუსკეტსი, მასკერანო, ალექსისი, პიკე, პუიოლი, ჩავი, ტიაგო და კუენკა – 1
