მადრიდელი პეპეს მიერ მესისთვის ხელზე ფეხის დაბიჯება არა და არ მიეცა დავიწყებას. პეპეს უღირსი საქციელი ე.წ. “გეიმერების” მუზად იქცა და მათ ახალი თამაში შემოგვთავაზეს. “მესის ხელი” – აი, ასე ჰქვია თამაშს, რომლის მოტივები ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალის პირველი დაპირისპირებისას იღებს სათავეს. თამაშს ორი მონაწილე ჰყავს – “ბარსას” შორტებიანი “ხელი” და “რეალის” ფერებში გადაწყვეტილი დიდი ფეხი. თამაშის არსი კი მდგომარეობს შემდეგში: “ბარსას” ხელმა თავი უნდა აარიდოს “დიდი ფეხის” დაბიჯებას.
სხვათაშორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მადრიდელთა უღირსი საქციელი “გეიმერებისთვის” ახალი თამაშის შექმნის მოტივად იქცა. პირველი პრეცედენტი მოურინიოს მიერ ტიტო ვილანოვასთან მომხდარი ინციდენტის დროს დაფიქსირდა. მაშინ თამაში iPhone-ის მომხმარებლებისთვის შეიქმნა.
“მესის ხელის” თამაში შეგიძლიათ ამ მბულზე messi-hand
