”ბარსელონას” დიდმა დანაკარგებმა და იმის აუცილებლობამ, რომ მწყობრში მყოფ ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ ახალგაზრდა კანტერანოების თავის გამოჩენის კარგი შანსი მისცა. ”რეალ სოსიედადთან” მატჩი კრისტიან ტელიოსთვის შესანიშნავი გამოდგა და მან გოლის გატანაც შეძლო.
მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა მონაწილოება მიიღო ”ბარსა ტვ”-ს გადაცემა ”El Marcador”-ში, სადაც მოპოვებული გამარჯვების გამო სიხარული გამოხატა: ”ეს რთული გამარჯვება იყო. მე მოხარული ვარ დებიუტით და კიდევ ერთი გამარჯვებით”.
ახალწვეული გუნდში
ტელიომ აღნიშნა: ”მოედანზე პირველივე წუთიდან შესვლა და ასეთ ფეხბურთელებთან თამაში დიდებული იყო. ჩემი თანაგუნდელები უბრალოდ ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. მათთან თამაში არცთუ ისე ძნელი იყო, რადგან დუბლებში ჩვენ ისეთივე თამაშის ჩვენებას ვცდილობთ, რასაც პირველი გუნდი აჩვენებს”.
პირველმა გუნდმა კარგად მიიღო ახალგაზრდა ფეხბურთელი და გვარდიოლამ მას პირველი რჩვები მისცა: ”მისტერმა მთხოვა, რომ თავისუფალი ვიყო. მისი მადლობელი ვარ ნდობის გამო”.
მაგალითი – ისააკ კუენკა
დუბლების ფეხბურთელი მაგალითად ისააკ კუენკას მიიჩნევს, რომელიც უკვე პირველი გუნდის წევრია: ”ის ჩემთვის მაგალითია. ჩვენ ერთად პატარა ასაკიდან ვთამაშობდით და მან მიაღწია იმას, რომ პირველი გუნდის წევრია. ჩვენ ყველა მისით აღფრთოვანებულები ვართ. მე გავაგრძელებ შრომას, რათა ასეთი შანსი მივიღო”.
