”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდნეტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ კომანტარი გააკეთა იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კატალონიური კლუბი რობინ ვან პერსის შეძენითაა დაინტერესებული.
”ჩვენ არავითარ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ რობინ ვან პერსის ტრანსფერზე. ეს ყველაფერი ჭორებია, რასაც ჟურნალისტები იგონებენ. ჩვენ კონტაქტი არ ”არსენალთან” და არც ფეხბურთელის აგენტთან არ გვქონია. ამჟამად გუნდის გეგმა ესპანეთის თასის და პრიმერას მოგებაა. ჩვენ მთელი კონცენტრაცია ამაზე უნდა გვქონდეს და არ უნდა მოვაქციოთ ყურადღება სატრანსფერო ჭორებს” – ”ბარსას” ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს ინგლისური ”Sky Sports” ციტირებს.
შეგახსენებთ იმას, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2013 წლის ზაფხულში იწურება.
