მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანრის საპრემიერლიგო გოლი

ანრის საპრემიერლიგო გოლი

 სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა “არსენალისა” და “ბლექბერნის” დაპირისპირება. ამ შეხვედრაში ლონდონელებმა მეტოქე 7:1 გაანადგურეს და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, 93-ე წუთზე აიღო მეტოქეთა კარი. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი თებერვლის ბოლომდე იასპარეზებს “არსენალში”, რადგან ლონდონელებს დანაკლისი აქვთ თავდასხმაში. ფრანგმა მოლოდინს გადააჭარბა და მეორე გოლი გაიტანა, თანაც სხვადასხვა ტურნირებზე. პირველ შემთხვევაში “მამლის” გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, მეორე შემთხვევაში კი უბრალოდ მაყურებელთა გულები “აიღო”.

 

ტიერიმ შესანიშნავად ითამაშა მოედნის ცენტრში, დიდი სისწრაფით მივარდა მეტოქეს, ბურთი ააცალა და დაიძრა საჯარიმოსკენ. საჯარიმოს მისადგომიდან უპასა ვან პერსის, რომელმაც შესანიშნავად დაუბრუნა ფრანგს ბურთი და ამ უკანასკნელმა ჩვეულად დააგვირგვინა ეპიზოდი.

 

P.S. გოლის ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში