მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ვალენსია” – ”ბარსელონა”. მატჩის სტატისტიკა

”ვალენსია” – ”ბარსელონა”. მატჩის სტატისტიკა

 – მიმდინარე სეზონში ”ბარსელონას” მცველებმა 12 გოლის გატანა შეძლეს: პუიოლი (3), ადრიანო (3), ალვეში (2), პიკე (1), მაქსველი (1), აბიდალი (1) და მონტოია (1).

 – სამეფო თასზე ბოლო სამ მატჩში გატანილი 5 გოლიდან 4 მცველების ანგარიშზეა: პუიოლი (2), აბიდალი (1) და ალვეში (1).

 – გუშინ ღამით პუიოლმა მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიატანა. ”ბარსელონაში” გამართულ 535 შეხვედრაში მას 12 გოლი აქვს გატანილი.

 – 4 წლის შემდეგ ისევ დაფიქსირდა შედეგი, როდესაც ”ბარსა” ზედიზედ სამ შეხვედრას ფრედ ასრულებს: ”რეალი” (2:2), ”ვილიარეალი” (0:0) და ”ვალენსია” (1:1).

 –  გვარდიოლას ეპოქაში 25 ორმატჩიანი დუელიდან არასდროს გამოვარდნილა გუნდი, როცა პირველი მატჩი ფრედ დასრულდა.

 – ”ვალენსიამ” თამაშის წესები 25-ჯერ დაარღვია, ”ბარსელონამ” 12-ჯერ. მასპინძლებმა კარისკენ 8-ჯერ, ხოლო სტუმრებმა 15-ჯერ დაარტყეს.

 – ”ბარსას” ბურთის ფლობამ 58% შეადგინა.

 – ერიკ აბიდალმა გუნდისთვის ბურთი 14-ჯერ დაიბრუნა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

 – დანი ალვესის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, რაც მიმდინარე სეზონში 28-ე შემთხვევაა. პრიმერაში გუნდმა ბურთის ძელს 15-ჯერ მოარტყა, 13-ჯერ სხვა ტურნირებში.

 – ”ვალენსიას” კიპერმა, დიეგო ალვესმა 19 პენალტიდან მხოლოდ 6 აიღო, ერთ-ერთი ლეო მესის დარტყმულია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში