კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ აღნიშნა, რომ არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას კრიშტიანუ რონალდუსთან მეტოქეობას.
“არ ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან მეტოქეობა აისახება ჩემზე, როგორც ფეხბურთელის განვითარებაზე. არასოდეს ჩავციკლულვარ კრიშტიანუზე და არ შემიდარებია ჩემი თავი სხვა რომელიმე ფეხბურთელისთვის. ჩემი მიზანია, ყოველ მომდევნო წელს მივაღწიო გასულ წელთან შედარებით უკეთეს შედეგს, გავიზარდო ინდივიდუალურად და გავაუმჯობესო გუნდური თამაშის ხარისხი. ამ ყველაფერზე არავითარ ზეგავლენას არ ახდენს რონალდუ.
ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანია. ჩემი შეხედულებით კრიშტიანუ ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან ბევრს მატებს “რეალს”. მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში გადაწყვიტოს თამაშის მიმდინარეობა.
მე მადარდებს ის, თუ როგორ თამაშობს “რეალი”, ვინაიდან ის ჩვენი კონკურენტი გუნდია და ყოველ წელს ჩვენ ერთად ვიბრძვით ტიტულისთვის, მაგრამ რაც შეეხება პირადად რონალდუსთან მეტოქეობას, ასეთი რამ არ ხდება.” – ციტირებს მესის სიტყვებს Time.
